LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი სათამაშოების ალაგება

240

როგორ ვასწავლოთ პატარას საკუთარი სათამაშოების ალაგება. ეს ყველა მშობლისთვის მტკივნეული თემაა. როგორც წესი, სახლში მშობლებს დღეში რამდენჯერმე უწევთ ბავშვების მიერ მიმოფანტული სათამაშოების დალაგება. ყოველი მცდელობა გავაკეთებინოთ ეს პატარას, უშედეგოდ სრულდება. ჩვენ შეავარჩიეთ 5 მარტივი და სასარგებლო რეკომენდაცია, რაც დაგეხმარებათ თქვენ და პატარას ამ პრობლემის მოგვარებაში.

  1. როცა სათამაშოებს ალაგებთ, გააკეთეთ ეს კმაყოფილი და ბედნიერი სახით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს კომფორტული და სასიამოვნოა.
  2. დალაგება ყოველთვის მარტომ დაიწყეთ და მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვეთ ბავშვს დახმარება. ნუ გაუბრაზდებით, თუ პირველ ჯერზე უარს მიიღებთ. მიახვედრეთ, რომ მასთან ერთად ალაგება უფრო სასიამოვნო იქნება და თუ დაგეხმარათ, შეაქეთ.
  3. ალაგებისას იმღერეთ თქვენი ბავშვის საყვარელი სიმღერა. ეს მას საქმეს კიდევ უფრო გაუადვილებს.
  4. სათამაშოებს ოთახში მიუჩინეთ სათანადო ადგილი. მაგალითად. კარგია თუ ავტომანქანები იქნება ავტოფარეხში, თოჯინები სათამაშო სახლებში, წიგნები თაროებზე და ა.შ. ამით თქვენ ასწავლით პატარას, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
  5. ჩართეთ ფანტაზია. მაგალითად მოყევით ზღაპარი, როგორ დაიღალნენ სათამაშოები მთელი დღე თამაშით და რამდენად აუცილებელია მათთვის დასვენება. შეეცადეთ ახალი და საინტერესო ისტორიების მოყოლით კიდევ უფრო მეტად შეაყვაროთ პატარს სათამაშოების ალაგება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები