LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვატაროთ მეუღლის ან შეყვარებულის ტანსაცმელი? (ფოტოები)

579

ძალიან ბევრ გოგონას მოსწონს შეყვარებულის/მეუღლის ტანსაცმლის ტარება.

უცხოური გამოცემის brightside-ის თანამშრომლება, ექსპერიმენტი ჩაატარეს, რამდენად შესაძლებელია ქალმა მამაკაცის ტანსაცმელი ატაროს და ელეგანტურად გამოიყურებოდეს.

ექსპერიმენტში მათ რუფინა დაიხმარეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში, სამსახურში მეუღლის ტანსაცმლით დადიოდა.

დღე 1

იმის მიუხედავად, რომ ეს პრიალა თეთრი პერანგი ზედმეტად დიდია. ტყავის მომდგარ კაბაში მისი სიგრძე საერთოდ არ ჩანს. მკლავების სიგრძე კი მისი აკეცვით გვარდება.

დიდი სათვალე და კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ ფოტოში მამაკაცისაა და შესაძლოა ვერ შენიშნეთ საკმაოდ დიდი ზომის შავი საათია.

დღე 2

თუ აქამდე არ გიცდიათ აუცილებლად სცადეთ – მამაკაცის პიჯაკში თავს მშვენივრად იგრძნობთ. ის ყველაფერს უხდება. ამ შემთხვევაში კი მამაკაცის მაისურს, ჯინსის შარვალს და მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს.

ასეთი ლუქით შეგიძლიათ დაბადების დღის წვეულებაზეც კი წახვიდეთ.

 

დღე 3

როცა მნიშვნელოვანი შეხვედრა არ გაქვთ დაგეგმილი, შესაძლოა ასე უბრალოდაც ჩაიცვათ: მამაკაცის ქაშმირის მაისური და ჟინსის შარვალი.

 

დღე 4

მამაკაცის სვიტერი, ქუდი და შარფი შეგიძლიათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ატაროთ, ნებისმიერ სამოსთან.

არ იდარდოთ თუ სვიტერი დიდია – ეს მოდაშია.

კიდევ ერთი პლიუსი რომელსაც ამ ლუქის ტარებისას აღმოაჩენთ ის არის, რომ  მამაკაცის სვიტერი ყოველთვის უფრო თბილი და კომფორტულია, ვიდრე ქალის.


 

დღე 5

უბრალოდ ზოლიანი მაისური – შეეცადეთ მამაკაცის გარდერობიდან ლურჯი ან წითელი ფერის ზოლებიანი მაისური აარჩიოთ. ეს ბევრად უფრო მომხიბვლელია.

 

დღე 6

ამ სტილის ქურთუკებს მამაკაცებიც და ქალებიც ერთნაირად ატარებენ – განსხვავება ზომებშია. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, უბრალოდ მკლავები უნდა აიკეცოთ.

დღე 7

როგორც ექსპერიმენტის მონაწილემ თქვა, ამ ხაკისფერმა პერანგმა და ავიატორის სათვალემ მისი ჩაცმულობა შესამჩნევი გახადა.

 

დღე 8

ამ შემთხვევაში მხოლოდ ლუქის აწყობისას მხოლოდ მამაკაცის პერანგია გამოყენებული, რაც ნამდვილად შეუმჩნეველია.

 

დღე 9

ამ დღემ დაამტკიცა რომ ჰუდები არა მხოლოდ შარვლებს, მოკლე ქვედაბოლოებსაც უხდება.

ასევე ის, რომ მამაკაცისა და ქალის ჰუდები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება და თუ თქვენ ასეთი მაისური მამაკაცის განყოფილებაში მოგეწონებათ, დაუფიქრებლად უნდა შეიძინოთ ის.

აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელიც და ქუდიც მამაკაცის გარდერობიდანაა.



დღე 10

ქმრის სამხედრო სტილის შარვალი, რომელიც საკმაოდ დიდია, რუფინას ქამრით აქვს დამაგრებული. მაღალ ქუსლებზე ამ შარვლის დიდი ზომები კიდევ უფრო უკვეთება. ლუქს მისი ქმრის ქუდი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები