LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ ემოციებს

424

თანამედროვე მედიცინისთვის ფიზიოლოგიური პრობლემების აღმოჩენა და მკურნალობა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ფსიქოლოგიურის, თუმცა ხშირად, სწორედ ემოციონალური წონასწორობის დაკარგვა ხდება დაავადების მთავარი მიზეზი, რადგან როგორც აღმოჩნდა მრისხანება ზურგის ტკივილს იწვევს, მარტოობა – მაღალ წნევას, შფოთი კი – გონებაჩლუნგობას.  

გთავაზობთ ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლის რამდენიმე ეფექტურ მეთოდს:

* მრისხანება

მრისხანება ნეირონის გზებს ააქტიურებს, რომელიც თავის ტვინის დაძაბულობას ხერხემლის კუნთებს გადასცემს. სხვათაშორის, ნერვიულ აგზნებას ენდორფინების სიმცირე განაპირობებს, რომელიც ტკივილის ჩახშობას უწყობს ხელს, ამიტომ მრისხანებისკენ მიდრეკილებს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ზურგის ტკივილიც ხშირად აწუხებთ.

შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან, გაიხსენეთ რა იწვევს თქვენს მრისხანებას და სცადეთ მისი დახატვა. მერე კი, ნებისმიერი შემოტევის დროს გაიხსენეთ ნახატი, კარგად დაფიქრდით, რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით და რამდენად დაგეხმარათ მრისხანება პრობლემის გადაწყვეტაში. იმ შემთხვევაში კი, თუ აუტოტრეინინგი ვერ გეხმარებათ, სასწრაფოდ მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

* მარტოობა

შესაძლოა, უამრავი ვირტუალური მეგობარი გყავთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ადამიანებთან ურთიერთობა არ გამოგდით და მუდმივად მარტოობის გრძნობით იტანჯებოდეთ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის სპეციალისტების მტკიცებით, მაღალ წნევათ და გულის შეტევით არაკომუნიკაბელური ადამიანები უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე კონტაქტური და გახსნილები.

თუ არაფრით გამოგდით ადამიანებთან ურთიერთობა, მოიძიეთ თქვენთვის შესაფერისი და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე, მერე კი,  ჩაეწერეთ ვოლონტიორთა ჯგუფში. როგორც ამბობენ, მძიმე შრომა აერთიანებს ადამიანებს და ხელს უწყობს კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

* პესიმიზმი

პესიმისტურად განწყობილი ადამიანები ხშირად თვითონ ხდებიან საკუთარი ავადმყოფობის მიზეზი, რადგან ფინელი მეცნიერების დასკვნით, ნერვიულობა და მუდმივად ნეგატიური განწყობა აზიანებს სისხლძარღვებს, იწვევს გახშირებულ გულისცემას და ინსულტს.

დროა დაძლიოთ პესიმიზმი და შეიქმნათ ოპტიმისტური განწყობა! გაიხსენეთ ყველა სასიამოვნო შეხვედრა, წარმატებით განხორციელებული საქმეები და დარწმუნდით, რომ ცხოვრება არც ისე საშინელია, როგორც მანამდე გეგონათ.

* დეპრესია

თვითრწმენის და ახლობლების ნდობის დაკარგვა, გულგრილობა და მუდმივად ცუდი განწყობა, არა მარტო ცხოვრებას ამძიმებს, არამედ სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკსაც ზრდის 69%-ით, რადგან დეპრესია უჯრედების ზრდის რეგულირებაში მონაწილე სტრესის ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებას აფერხებს.

იყავით თვითკრიტიკული! პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ადამიანები სხვებზე მეტად არიან მიდრეკილი დეპრესიისკენ, რადგან სწორედ ისინი განიცდიან ყველასზე დიდ იმედგაცრუებას, როცა აცნობიერებენ, რომ ზედმეტად გააზვიადეს საკუთარი შესაძლებლობები. აღიარეთ შეცდომები, გამოიყენეთ ისინი საკუთარი სუსტი მხარეების გამოსავლენად და მათ გასაძლიერებლად.

* შფოთი

ქრონიკული გონებრივი დაძაბულობა გლუკოკორტიკოიდების დონეს ზრდის, რაც თავის ტვინის უჯრედებს აზიანებს და ჯერ მეხსიერების დაქვეითებას იწვევს, მერე კი, გონებასიჩლუნგეს.

ივარჯიშეთ კვირაში მინიმუმ სამჯერ ნახევარი საათი, რადგან ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ჟანგბადის გონებისთვის მიწოდებას და აუმჯობესებს მის მუშაობას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები