LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვისარგებლოთ ვიდეობანკით?

79

”ვითიბი” ბანკის ცენტრალურ ფილიალში დღეიდან ვიდეობანკით სარგებლობა გახდა შესაძლებელი. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ”ვითიბი” კვლავ აგრძელებს მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას. ფილიალში არსებული სპეციალური სივრციდან კლიენტს შეუძლია, დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია.
ბანკის ინფორმაციითვე, ვიდეო ბანკით შესაძლებელია საკუთარი ანგარიშების მართვა, გადარიცხვები, საკრედიტო განაცხადის შევსება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე, კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა საბანკო ოპერაციების წარმოება.

”ვითიბიმ” საქართველოში პირველმა დანერგა ვიდეობანკის მომსახურება. კლიენტებს, რომლებიც უკვე არიან ”ვითიბის” ინტერნეტ ბანკის მომხმარებლები, შეუძლიათ გადმოწერონ სპეციალურად ანდროიდის და IOS სისტემის სმარტფონებისთვის შექმნილი უფასო აპლიკაცია – Video Bank , ან ეწვიონ ვებ გვერდს www.videobank.ge და მიიღონ საბანკო მომსახურება ბანკის თანამშრომელთან ვიდეო ზარით დაკავშირებისას”, – განაცხადეს ”ვითიბი” ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები