LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვისაუბროთ ისე, რომ ყველამ გვისმინოს

965

არსებობს იდეალური დიალოგის 5 ოქროს წესი, რომლის გათვალსწინებითაც ყოველთვის მიხვალთ სასურველ შედეგებამდე. ამ დასკვნამდე ფსიქოლოგები მივიდნენ, რომლებც თვლიან, რომ ადამიანებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი არასწორი დიალოგია

სწორად დასვით კითხვები

იქამდე, სანამ დაიწყებთ საუბარს, დაუსვით პარტნიორს ორი მარტივი შეკითხვა, რომელზეც მას პასუხი გაუადვილდება. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონი, ენდროფინი, რაც დიალოგის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ. ეს გაგიმარტივებთ დაითანხმოთ მოსაუბრე თქვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე.

წარმოაჩინეთ მოსაუბრე საუკეთესოდ

თუ გსურთ, რომ დიალოგმა სასურველი შედეგი მოგიტანოთ და თანაც კონფლიქტის გარეშე, კიდევ ერთი რჩევის გათვალისწინებაა საჭირო. შეეცადეთ შეთავაზებისას ხაზი გაუსვათ პარტნიორის უპირატესობას, მის კარგ მხარეებს და ის მზად იქნება შეგრძნების გასამძაფრებლად ნებისმიერ წინადადებაზე წამოვიდეს.

იყავით შესაბამისობაში პარტნიორის სტატუსთან

არ ღირს საქმიან შეხვედრაზე მისვლა ჯინსებსა და სვიტერში. იმისთვის, რომ მოახდინოთ შთაბეჭდილება, ჩაიცვით აკადემიურად. მით უმეტს, თუ ეს პირველი შეხვედრაა. კარგია დიალოგში გამოიყენოთ იმ ადამიანის ფრაზები, რომელიც ავტორიტეტად ითვლება თქვენს სფეროში. ეს დამატებით ქულებს შეგმატებთ

ნუ მოიხდით ბოდიშსს

დაივიწყეთ ფრაზები: “არ ვარ დარწმუნებული რომ ეს გამოვა”, “დიდი ხანი არაა, რაც ამ სფეროში ვარ”, ან  – “მე არასოდეს მიკეთებია მსგავსი პროექტი”. ეს მისცემს საშუალებას პარტნიორს, იგრძნოს უპირატესობა. შედეგად კი თქვენი შეთავაზება ნაკლებ ეფექტური იქნება.

ყურადღება მიაქციეთ სხეულის ენას

კარგია, წინასწარ შეისწავლოთ ჟესტები, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები