LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვნახოთ, ვინ არ დაგვიდასტურა “ფეისბუქზე” მეგობრობის თხოვნა

104

ალბათ, ერთხელ მაინც გქონიათ განცდა, რომ „ფეისბუქზე“ ვიღაცა გაიგნორებთ.

შესაძლოა, ადამიანს  წვეულებაზე შეხვდით, იპოვეთ მასთან საერთო თემები, ისაუბრეთ „სამეფო კარის თამაშებზე“, გლობალურ პოლიტიკასა თუ საყვარელ მუსიკაზე და იფიქრეთ, რომ ურთიერთობა ორივე თქვენგანისთვის სასიამოვნო იქნება.

შემდეგ კი დაბრუნდით სახლში და დაძინებამდე „ფეისბუქზე“მეგობრობის თხოვნა გაუგზავნეთ, თუმცა  მას თხოვნა არასოდეს დაუდასტურებია.

ასეთ დროს უმეტესი ჩვენგანი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, მეგობრობის შეთავაზება არ უნახავს, ან – თხოვნაზე უარი შეცდომით თქვა.

„ფეისბუქზე“ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ვინ თქვა უარი თქვენს მეგობრობის შეთავაზებაზე, უმეტესი მათგანი, შესაძლოა, აღარც გახსოვდეთ.

თუ „ფეისბუქის“ ინგლისურენოვან ვერსიას ხმარობთ, შეამოწმეთ Friend Request (მეგობრობის შეთავაზებები) და შემდეგ “see all” („ყველას ნახვა“).

 

friendquests

 

აქ შეგეძლებათ ნახოთ მეგობრობის ყველა შეთავაზება, რომელიც არ დაგიდასტურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები