LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუთხრათ ბავშვს, რომ ფული არ გვაქვს

78

მართალია, პერიოდულად ნებისმიერ ოჯახს ექმნება მატერიალური სირთულეები, მაგრამ ბავშვებს ამგვარი პრობლემები ნაკლებად აწუხებთ და ჩვეული სიჯიუტით მოითხოვენ მათთვის სასურველი ნივთების შეძენას.

საჭიროა თუ არა, იცოდეს ბავშვმა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და როგორ ვესაუბროთ უხერხულ საკითხებზე ფსიქიკისთვის ნაკლები ზიანის მიყენების გარეშე?

* ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ სასურველ ნივთის შეძენას მშობლები მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ საკმარისი ფული არ აქვთ. თუმცა, არაა საჭირო უთხრათ რომ, მცირე შემოსავალი გაქვთ, ან სხვებისგან განსხვავებით, თქვენი ოჯახი ნაკლებად შეძლებულია. უკეთესია აუხსნათ, რომ ფული ბევრად მნიშვნელოვანი შენაძენისთვის გჭირდებათ, რაც ოჯახის ყველა წევრს გამოადგება.

* ოჯახური ბიუჯეტი, ისე როგორც ოჯახის ფინანსური პრიორიტეტები სხვებთან ერთად  ბავშვმაც უნდა იცოდეს, ამიტომ ყოველთვის გასაგებად აუხსნათ პატარას, რაში იხარჯება ოჯახის ფული და კონკრეტულად რა თანხა სჭირდება მის გართობასა და სურვილების ასრულებას.

* აუცილებელია, ესმოდეს ბავშვს, რომ ოჯახური ბიუჯეტი სამართლიანადაა გადანაწილებული და ის არასდროს იჩაგრება.

* აუხსენით პატარას, რომ სიტუაციის შესაბამისად იცვლება ოჯახის ბიუჯეტიც, რადგან არავინაა დაცული უსიამოვნებებისგან და მოულოდნელი ხარჯისგან.

* მშვიდად, გაბრაზების გარეშე უთხარით თქვენს შვილს, რომ მატერიალური სირთულეები დროებითია და მდგომარეობის გაუმჯობესთან ერთად, ის აუცილებლად მიიღებს სასურველ ნივთს. ეცადეთ არ დაარღვიოთ პირობა და „მდგომარეობის გაუმჯობესება“ არ გადადოთ გაურკვეველი ვადით, რათა არ დაკარგოთ ბავშვის ნდობა.

* შესთვაზეთ თქვენს პატარას ფულის შეგროვება, რათა თავად შეიძინოს სასურველი სათამაშო. იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი ნივთი საკმარისზე მეტი აქვს, ურჩიეთ ახალი გასართობის არჩევა და დაეხმარეთ საჭირო თანხის შეგროვებაში.

* ისტერიკის თავიდან ასაცილებლად, უკეთესია ბავშვს სახლში შეუთანხმდეთ, რომ მაღაზიაში მხოლოდ იმის შეძენას აპირებთ, რაც წინსაწარ შედგენილი სიაშია.

* აუხსენით ბავშვს, რომ მეგობრებთან არ ღირს არც ოჯახის შემოსავალზე ლაპარაკი, არც მატერიალურ გაჭირვებაზე წუწუნი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები