LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ზრდის ქეით მიდლტონი ჯორჯს

85

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ცდილობენ, შვილები სწორად აღზარდონ. პრინცი ჯორჯი მშობლების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის,მისმა მამამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვს ყველაფერი აქვს, რასაც მოისურვებს და ერთგვარად, განებივრებულიც არის.

34 წლის მიდლტონი ცდილობს, შვილი თანამედროვე მეთოდებით გაზარდოს და ამისთვის არაერთ სახელმძღვანელოს იყენებს – ისეთებს, როგორიც არის, მაგალითად, „პოზიტიური დისციპლინა – ბავშვის პირველი სამი წელი“.

როდესაც ჯორჯი ყვირის, ან არ უსმენს უფროსებს, ქეითი მღერის პატარა პრინცის საყვარელ სიმღერას, ან ჩაურთავს აფრიკულ მუსიკას, რაც ჯორჯს ძალიან ამშვიდებს.

თუ სათამაშო მოედანზე ჯორჯი რამეზე საშინლად გაბრაზდება და აგრესიული ხდება, სახლში წაყვანამდე გაფრთხილებას იღებს. თუ არ დაემორჩილება, მას აუცილებლად წაიყვანენ სახლში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატარა პრინცი ამის გამო კიდევ მეტად აგრესიული გახდება.

51772721 Celebrities attend the Gigaset Charity Polo Match at Beaufort Polo Club on June 14, 2015 in Tetbury, England. Celebrities attend the Gigaset Charity Polo Match at Beaufort Polo Club on June 14, 2015 in Tetbury, England. Pictured: Kate Middleton, Prince George FameFlynet, Inc - Beverly Hills, CA, USA - +1 (310) 505-9876 RESTRICTIONS APPLY: USA ONLY

როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, ჯორჯი, ხანდახან, უარს ამბობს ჭამაზე და საკვებს იატაკზე ყრის. პრინცს აიძულებენ, საკუთარი დასვრილი იატაკის მოწმენდაში მონაწილეობა თავადაც მიიღოს. გადაყრილი საჭმლის სანაცვლოდ მას აღარაფერს აჭმევენ და პრინცს აქვს ალტერნატივა – ჭამოს, რასაც სთავაზობენ, ან დაწვეს ლოგინში მშიერი.

თუ მომავალ მეფეს სურს ჰქონდეს ისეთი რამ, რასაც მას ვერ მისცემენ – მაგალითად, ელექტრო „ფერარი“ და ამის გამო ჯორჯი პროტესტს იწყებს, მიდლტონი წვება მასთან ერთად იატაკზე და იწყებს თავადაც ყვირილს, რომ „ფერარი“ სურს. როდესაც პატარა პრინცი ხედავს დედას, როგორ სულელურად გამოიყურება , წყვეტს ტირილს და ქეითთან ერთად სიცილს იწყებს.

საჯარო ღონისძიებების დროს, როდესაც ჯორჯი მშობლებთან ერთად არის, თუ ქეითი და უილიამი მიხვდებიან, რომ ბავშვი რამეზე ისტერიკის მოწყობას აპირებს, იგი ძიძებს მიჰყავთ, რაც პრინცს ძალიან არ მოწონს. ამიტომ, მუდმივად ცდილობს, კარგად მოიქცეს, რომ მშობლებთან ერთად დარჩეს.

Trooping the Colour - the Queen's Birthday Parade, this year marking her 90th Birthday in London Ref: SPL1299639 110616 Picture by: Splash News Splash News and Pictures Los Angeles:310-821-2666 New York:212-619-2666 London:870-934-2666 photodesk@splashnews.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები