LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორები არიან შეყვარებული ზოდიაქოს ნიშნები

13798

სიყვარულს ყველა თავისებურად გამოხატავს – ზოგი მუდმივად კარგ განწყობაზეა, ზოგს სულ საკუთარ გრძნობებზე უნდა ლაპარაკი, ზოგი კი, სიყვარულით ფრთაშესხმული დარწმუნებულია, რომ მთებს გადადგამს. საინტერესოა, რამდენადაა დამოკიდებული შეყვარებულის ქცევა მის ზოდიაქოს ნიშანზე?

 

ვერძი

შეყვარებული ვერძი პატარა ბავშვივითაა, სულ კარგ განწყობაზეა და სამყაროს მხოლოდ ვარდისფერად ხედავს. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები საკმაოდ პირდაპირები არიან და საკუთარ გრძნობებსაც თავისუფლად გამოხატავენ. თუ ენერგიული და იმპულსური ვერძის გრძნობა უპასუხოდ დარჩა, მას გაბრაზება, შეტევაზე გადასვლა და სერიოზული უსიამოვნებების მოტანაც შეუძლია.

კურო

შეყვარებული კურო ფრთხილად გადადის შეტევაზე და საკუთარი სიმპათიის ობიექტის ზრახვებს მრავალრიცხოვანი შეკითხვებით არკვევს. თუ გაგიმართლათ და კუროს კეთილგანწყობა დაიმსახურეთ, მაშინ უბედნიერესი იქნებით, რადგან მას ყოველთვის თავისუფლად შეუძლია საკუთარი ინტერესების რჩეულის სასარგებლოდ დათმობა.

ტყუპები

ტყუპები ყველაზე კომუნიკაბელური ზოდიაქოს ნიშანია, შეყვარებული ტყუპების შეჩერება კი, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გაუთავებლად ლაპარაკობენ საკუთარ გრძნობებზე და ხშირად ყველას, მათ შორის საყვარელ ადამიანსაც თავს აბეზრებენ. ტყუპებს ძალიან მოსწონთ ფლირტი და ადვილად გამოსდით თავის მოწონება, თუმცა, საკმაოდ სწრაფად კარგავენ ინტერესს და აბსოლუტურად არ უწევენ ანგარიშს პარტნიორის გრძნობებს.

კირჩხიბი

შეყვარებული კირჩხიბი განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა, მუდმივად პარტნიორის სიამოვნებაზე ფიქრობს დ ვერც ხვდება, რომ ხშირად საკუთარი სიყვარულით ახრჩობს მას. თუ კირჩხიბი მეგობრების და ოჯახის წევრების გაცნობას გთავაზობთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის სერიოზულადაა განწყობილი ოჯახის შექმნისთვის და თუ იგივე გეგმები არ გაქვთ, დროა თავს უშველოთ.

ლომი

ლომს ძალიან უყვარს შოუების და თეატრალური წარმოდგენების მოწყობა, შეყვარებული კი, მზადაა ყველაზე მაღალ მწვერვალზე აძვრეს და იქიდან მოუყვეს სამყაროს საკუთარ გრძნობებზე. მართალია, ამბიციური ლომი, იშვიათად პოულობს შესაფერის პარტნიორს, მაგრამ თუ მართლა შეუყვარდა, აუცილებლად დიდი ხნით და მთელი გულით. სრულ ფუფუნებაში იგრძნობნს თავს მისი რჩეულიც, რადგან მეფური ზოდიაქოს ნიშნისგან საჩუქრებსაც ძვირფასს და ყოველთვის გემოვნებით შერჩეულს მიიღებს.

ქალწული

პრაქტიკული და სხვებთან შედარებით მორიდებული ქალწული, საკუთარ გრძნობებსაც თავშეკავებით გამოხატავს. შეყვარებულ ქალწულს ძალიან მოსწონს როცა პაემანზე პატიჟებენ, თუმცა ლიდერის როლი აუცილებლად პარტნიორმა უნდა ითავოს. სითამამე ზოდიაქოს ამ ნიშანს მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ემატება, როცა მზადაა ყველაფერში დაეხმაროს რჩეულს და მისი პრობლემების გადაჭრაც საკუთარ თავზე აიღოს.

სასწორი

თავშეკავებულ და ტაქტიან სასწორს არც თვითონ უყვარდება სწრაფად, არც პარტნიორისგან მოითხოვს ერთი ნახვით შეყვარებას, რადგან ურთიერთობის ეტაპობრივად განვითარება ურჩევნია და მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს ოჯახის შექმნაზე, როცა საკუთარ და რჩეულის გრძნობებში დარწმუნდება.

მორიელი

მაქსიმალისტ მორიელს, რომელიც ზედმეტად სერიოზულად უყურებს სიყვარულს, ყველაფერი ერთად და წრაფად უნდა, ხშირად უმიზეზოდ ეჭვიანობს და თვითონ სტრესში, პარტნიორსაც მუდმივ დაძაბულობაში აცხოვრებს. მორიელს ძალიან არ უყვარს ფუჭად დროის დახარჯვა, ამიტომ სწრაფად ღებულობს გადაწყვეტილებას და ან გაფრთხილების გარეშე წყვეტს ურთიერთობას ან სამუდამოდ პარტნიორის ერთგული რჩება.

მშვილდოსანი

კომუნიკაბელურ მშვილდოსანს ადვილად გამოსდის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, დამეგობრება და მათი შეცდომაში შეყვანა, რადგან ბევრს მეგობრულად განწყობილი მერწყული შეყვარებული ჰგონია. სინამდვილეში, შეყვარებული მერწყული ძალიან მორცხია და მუდმივად უხერხულად იღიმის, იშვიათად საუბრობს საკუთარ გრძნობებზე და ხშირად გამოხატვაც ძალიან უჭირს.

თხის რქა

ნაკლებად რომანტიკული თხის რქა, პირველ რიგში ურთიერთობის პრაქტიკულ მხარეზე, პარტნიორის შესაძლებლობებსა და შორეულ მომავალზე ფიქრობს, რადგან საკუთარ გრძნობებზე მეტად მას საზოგადოების აზრი აინტერესებს.

მერწყული

შეყვარებული მერწყული საკმაოდ უცნაურად იქცევა, ჯერ რწმუნდება, რომ პარტნიორი მასში საიმედო მეგობარს ხედავს და მხოლოდ შემდეგ უტყდება სიყვარულში. გარდა ამისა, მერწყული ერთ-ერთი ყველაზე ცნობისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც არასდროს ჩაებმება სერიოზულ ურთიერთობაში, სანამ ბოლომდე არ გაიცნობს პარტნიორს.

თევზები

თევზებისთვის სიყვარული ზღაპარს ჰგავს, ამიტომ პარტნიორსაც ხშირად აიდეალებენ და თვითონ საოცრად რომანტიკულები, სხვისგანაც იგივეს მოითხოვენ. შეყვარებულ თევზებს ძალიან უყვართ საჩუქრების კეთება და სიყვარულით შთაგონებული, ხშირად საკუთარ ლექსებსაც ჩუქნიან რჩეულებს. მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის პარტნიორის ერთგულია, მაგრამ „ერთადერისა და განუმეორებლის“ ძიებაში საკმაოდ მდიდარ გამოცდილებას იძენს.