LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება წინასაახალწლო დღეებში და ახალი წლის ღამეს?

34

წინასაახალწლო დღეები საქართველოს უმეტეს რეგიონში უნალექოდ ჩაივლის, თუმცა მანამდე ნალექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 26 დეკემბრის ჩათვლით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში თოვლის ბარში კი წვიმის სახით. ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 4-9 გრადუსი იქნება. 27 დეკემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში  ნალექია მოსალოდნელი – მთაში თოვლის, ბარში კი წვიმის სახით. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ქარბუქიც.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები ახალი წლისთვის თბილისში თოვლს არ ელოდებიან. დღეის მდგომარეობით თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.

საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. 27 დეკემბრიდან გამოიდარებს და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები