LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი გამოხმაურებები მოჰყვა „ფეისბუქზე“ „არჩევანის“ ეთერს – „ცისანას 41-მდე თვლა სცოდნია…“

341

„არჩევანის“ გუშინდელ ეთერს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებსა და კახი კალაძეს შორის შელაპარაკებებს, რომლებიც ხმაურში გადაიზარდა, გიორგი გაბუნიამ ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ, ეთერი დაამთავრა. თუმცა საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულმა პოლემიკამ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ ჟურნალისტის მიერ ნათქვამმა სიტყვამ „ყიყინი“ და კახი კალაძის რეპლიკამ – „სარკეში ჩაიხედეთ, რას დაემსგავსეთ“, „ოცნების“ და „ნაციონალების“ მომხრეები ამჯერად სოციალურ ქსელში დააპირისპირა.

დათო ოქიტაშვილი:

„ასე რა! მაგრები ხართ, ბრავო. გადაცემის მერე, მგონი, „ნაცებს“ ვინც ხმას აძლევდა, აღარ აპირებენ, გადაიფიქრეს“.

ნუკა არველაძე:

„ბრავო „ქართული ოცნება“!!!

არ ელოდნენ არგუმენტირებულ პასუხებს, უნდოდათ ისტერიკა და თავად გახდნენ ისტერიკული დედაკაცები, ეს არ არის ჟურნალისტიკა, „რუსთავი 2“ -თქვენ სრული ლუსტრაცია გააკეთეთ საკუთარი თავის.

ვწუხვარ, რომ ასეთი მდაბიო და საშინელი ეთერი გქონდათ და თქვენს ფონზე გაბუნია ყველაზე ნორმალური აღმოჩნდა.

მე, როგორც მოქალაქეს, მჭირდება ობიექტურად კრიტიკული მედია და არა ისტერიკული დედაკაცების წივილი…

შეიძლება, ჟურნალისტს ჰქონდეს პოზიცია! შეიძლება, ჟურნალისტი აფიქსირებდეს საკუთარ შეხედულებასა და აზრს! მაგრამ უზრდელობა, თავხედობა, ცინიზმი არ არის ჟურნალისტიკა!!!

ცისანა სეფიაშვილი:

„რუსთავი 2“ „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა ანგარიშით 41:5“

მერაბ მეტრეველი:

„ჩამოვყევი ფბ-ს და ნაცები ცალკე ზეიმობენ, რ2-ის ჟურნალისტებმა ოცნება გააფარჩაკესო, ქოცები – ცალკე, 41:0 მოუგესო. აი, ასე რომ უყურებთ ორივე მხარე სატელევიზიო ეთერს, იმიტომაც გამოვიდა სრული ბალაგანი. ეს იყო ერთი მხრივ მაყურებლის და მეორე მხრივ ამომრჩევლის უპატივცემულობა. თუმცა მე სხვა რამ უფრო მადარდებს: ასეთმა ნერვულმა და გაუწონასწორებელმა ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა?“

ნიკა გვარამია:

„რუსთავი 2“ „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა ანგარიშით 41:5

ეს რო ბოდვაა და „ქართული ოცნება“ უზრდელი, უვიცი, ბნელი, უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოჩნდა, ახალი სახეები კი სრულიად ტყემალზე სხედან და არც ერთი არაფრის აზრზე არაა საერთოდ, და ყველა ერთად კიდე ნერვული აშლილობის ზღვარზეა, ეგ იქეთ იყოს.

მე ის გამიკვირდა, ცისანას 41-მდე თვლა რომ სცოდნია…

ერთი ის მაინტერესებს, ეკა ბესელიას რითი ჯობია თამარ ჩუგოშვილი? ალბათ, მარტო ინგლისურით“.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„შენ რაღა დაგემართა, კახი. შენ მაინც იცოდი, რომ ქალებს არ ეუბნებიან, სარკეში ჩაიხედე, რას ჰგავხარო?! როგორ მოახერხე მანანა კობახიძისა და ბესელიას ამომრჩევლის აპლოდისმენტების დამსახურება ამ მილანელმა და ჯიგარმა ბიჭმა, რომელსაც კი გაგიტრაკეთ ორი ავტოგოლით, მაგრამ ყველაზე დიდი ფეხბურთი ითამაშე. მეგონა, ქოცებისგან ბევრი რამით განსხვავდებოდა! და მინდა მეგონოს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნეგატიურ კონტექსტში გახსენებს ბოლო პერიოდია, შენგან გამიკვირდა გუშინდელი ეთერი. კვირიკაშვილი ასე არ მოიქცეოდა და მაგიტომაც არ იდგა სტუდიაში.

მთავრობები მიდიან, მოდიან, გარბიან, ზიან… ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება, ქვეყანაა და მასში ერთად ცხოვრება არავის არ უნდა გაგვიტყდეს!

თეა, ამაყად შეგიძლია სარკეში ჩაიხედო. შეიძლება, არ ხარ 90-60-90 პარამეტრების, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. სარკე ხანდახან შინაგან სილამაზესაც აჩვენებს და მაგ ნაწილში უნაკლო ხარ…“

თეონა ბაღდავაძე:

„არ შეიძლება ადამიანმა მეორე ადამიანს, მით უმეტეს ქალს, ხალხში უთხრას „რას ჰგავხარ“ (კონტექსტის და გაღიზიანების მიუხედავად ) და ამით ტაშისკვრა დაიმსახუროს. მოდით, ერთი წუთით, თქვენი პოლიტიკური პრეფერენციები გვერდით გადადეთ და ისე შეხედეთ ამ ფაქტს“.