LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ჭიათურის საბაგიროები

427

ჭიათურაში საბაგიროების რეაბილიტაცია 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

როგორც ”ფორტუნას” ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლაშა გოცაძემ აცნობა, სამუშაოები დადგენილი ტემპით მიმდინარეობს.

საბაგირო გზას რეკონსტრუქცია ჭიათურის 4 უბნის – სანატორიუმის, ნაგუთის, ლეჟუბანისა და მუხაძის მიმართულებით უტარდება.

ყველაზე გრძელ მონაკვეთს, რომელიც ნაგუთის მიმართულებითაა, საბაგირო 2 წუთსა და 3 წამში დაფარავს. მას 6-6 მგზავრის გადაყვანა შეეძლება.

საბაგიროს აშენება-რეაბილიტაცია დაახლოებით 42 მილიონი ლარი დაჯდება.

ლაშა გოცაძის თქმით, რეაბილიტირებული საბაგიროთი მგზავრობის საფასური კვლავ 20 თეთრი იქნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მიმართულებაზე ჩატარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2480 მეტრია.

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს.

 

“ფორტუნას” სამშენებლო კომპანია დაგიმ საბაგიროს სურათები მიაწოდა:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები