LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება და ვინ მონაწილეობს 26 მაისის გალაკონცერტში

46

26 მაისს, საღამოს ცხრა საათზე, ვარდების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება. ვინაიდან წლევნდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის თემა „ვეფხისტყაოსანია“, კონცერტიც ამ კონცეფციის მიხედვით ააწყვეს. პროექტის რეჟისორია დავით დოიაშვილი, სამხატვრო ხელმძღანელი – თამრიკო ფოცხიშვილი.

ნინო ნახუცრიშვილი, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი:

კონცერტის თემა „ვეფხისტყაოსანს“ უკავშირდება. მონაწილეობენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, მარიამ ალექსიძის საბალეტო დასი, მედოლეთა ანსამბლი „კავკასიონი“. სოლისტები გახლავან: ლადო ათანელი და ნატალია ქუთათელაძე, ასევე მონაწილეობს დავით ალადაშვილი, „სუხიშვილები“. კონცერტის ბოლოს ნანი ბრეგვაძე წარდგება მსმენელის წინაშე ეკა მამალაძესა და ნატალია ქუთათელაძესთან ერთად. პროგრამა საათნახევარს გაგრძელდება. ორკესტრს უდირიჟორებენ ვახტანგ მაჭავარიანი და ზვიად ბოლქვაძე.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები