LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს?

166

როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს? ცხადია, დანამდვილებით ეს არავინ იცის, მაგრამ არსებობს რეალური და ნაკლებად რეალური ვერსიები. მათ შორის სახელდება, რომ 2030 წლისთვის პერსონალური კომპიუტერების სიმძლავრე გაცილებით ძლიერი იქნება ვიდრე ადამიანის ტვინი. ამერიკა და ევროპა ადამიანებისა და რობოტების ურთიერთობაზე  კანონს მიიღებს. რობოტებს კი შეეძლებათ საზოგადოებრივ დაწესებულებებში მუშაობა და ექნებათ საკუთარი კანონები. მსოფლიოში გამოჩნდება მრავალი იმპლანტის მასიური მოწყობილობა. შეიქმნება რობოტი რომელსაც შეეძლება თავის ქმედებების სრული მართვა და იქნება ისეთი საჭირო, როგორიც მაცივარი ან თუნდაც ყავის მადუღარა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანალიზის თანახმად, კომპიუტერის ინტელექტის ელემენტები გახდება ავტომობილის კომპიუტერის აუცილებლობა, ხალხს აეკრძალება საჭესთან დაჯდომა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს არ ექნება კომპიუტერული აღჭურვილობა. გარდა ამისა, სამეცნიერო პროგრესის მეშვეობითა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობა უფრო დიდი იქნება, ვიდრე წარსულში.

მზის ენერგია კი, გახდება იაფი და საერთო, რომელიც დააკმაყოფილებს კაცობრიობის ყველა ენერგიის საჭიროებას. კაბელები პირად და პერიფერიულ მოწყობილობებზე წარსულს ჩაბარდება. დედამიწის ზედაპირს დაფარავს უკაბელო ინტერნეტი, ხოლო 3D პრინტერები ადამიანის ორგანოების სტაციონარებს მაღალ დონეზე ამობეჭდავს. 

როგორც ექსპერტები ამბობენ, მიღებული განათლება და გამოცდილება, მასში ჩადებული ინვესტიცია და მუდმივი განვითარება, გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე აქამდე ყოფილა, რადგან ადამიანები შედიან კონკურენციაში უკვე ხელოვნურ ინტელექტთან და რობოტებთან.   თუმცა, ამბობენ, რომ მსოფლიო გაცილებით გაუმჯობესდება, ანუ ვგულიხსმობ, უკეთესად იქნება შესაძლებელი საკუთარი პოტენციალის წარმოჩენა და შესაძლებლობების რეალიზება.  განურჩევლად რასისა, ეთნიკური თუ რელიგიური მიმდევრობისა და წარმოშობისა. ასევე ნავარაუდევია, რომ მსოფლიო გარდაიქმნება და მასში არცერთი ქვეყანა, იქნება ეს ამერიკა, ჩინეთი თუ ნებისმიერი სხვა დიდი სახელმწიფო, რეგიონული ჰეგემონიის ცენტრად ვერ გადაიქცევა, თუმცა გაიზრდება აზიის როლს მსოფლიო ეკონომიკაში.

გარდა ამისა,  იკვეთება რიგი პრობლემებიც, მათ შორის 2030 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის ნახევრის, მთავარი პრობლემა შესაძლოა სასმელი წყალი გახდეს. გაეროს ხელმძღვანელმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა უფრო რაციონალურად და ეფექტურად გამოიყენონ წყალი- განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში.

მისივე ინფორმაციით 2030 წლისთვის წყალზე მოთხოვნა  წყლის არსებულ მარაგთან შედარებით 40% -ით მეტი  იქნება. გარდა ამისა, როგორც შენ ახსენე, გაერო-ს ინფორმაციით, 2030 წლისთვის მსოფლიოს ეკონომიკა გლობალური დათბობის გამო 2 ტრილიონ დოლარს დაკარგავს. გაერო-ს პროგნოზით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გლობალური დათბობის შედეგად, მოსახლეობის სამუშაო პროდუქტიულობის დაქვეითება იქნება.

“ძლიერი სიცხის გამო გართულდება მრავალი სახის საქმის შესრულება, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეოსი, შესაბამისად, დაახლოებით 43 ქვეყანაში, ძირითადად აზიის ქვეყნებში, შემცირდება წარმოება”, – ნათქვამია გაეროს ანგარიშში.

მარიამ ადამია