LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტები- ოფიციალური ვიდეო ვრცელდება

232

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სოციალურ მედიაში ვიდეორგოლს ავრცელებს, სახელწოდებით „გაიგეთ სიმართლე თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ“.

როგორც თანაინვესტირების ფონდში განმარტავენ, ვიდეოში აღწერილია თავისუფლების მოედანზე მშენებარე 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს წითელ ხაზებში უკვე არსებული 80 ავტოსადგომი და ასევე, 1 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადასაცემი ტერიტორიის, მიწისქვეშ, მინიმუმ 30 ავტოსადგომის მოწყობის პერსპექტივა.

გარდა ამისა, ვიდეოში აღწერილია თაბორის რეკრეაციული პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $60 000 000 შეადგენს. თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, თაბორის პროექტი ყველაზე დიდი სარეკრეაციო და მწვანე სივრცე იქნება ქალაქში, რომელიც ბოტანიკური ბაღისგან 50მ სიმაღლის კლდით არის გამიჯნული.

https://www.youtube.com/watch?v=P0rf60sIsk4

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას საკრებულომ აღნიშნული ტერიტორიების ნაწილი სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა.

ამის გამო, გუშინ საკრებულოში დაპირისპირება იყო, საკრებულოს გარეთ კი აქციები და ხმაურიანი დაკავებები.

საკრებულოს ოპოზიცია, “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის ინტერესების დაცვით თბილისის საზიანოდ გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები