LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ზუგდიდის ევროპული სტადიონი (ფოტოები)

521

ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დასრულებულია მთავარი სტადიონის ყველა ფლიგელის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის და საფეხბურთო მოედნის სამუშაოები.

სტადიონის მშენებლობისთვის ჯამში 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

სტადიონს ორი მოედანი ექნება – ძირითადი, 7 200-ზე მეტ მაყურებელზე იქნება გათვლილი, სათადარიგო კი – 1 224 მაყურებელს დაიტევს.

ძირითადი მოედანი ბუნებრივსაფარიანი იქნება, ხოლო სათადარიგო – ხელოვნური საფარით მოეწყობა.

მთავარი სტადიონის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დამთავრდება, ხოლო დამხმარე ინფრასტრუქტურა და დამხმარე სტადიონის მშენებლობა 2018 წელს განხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები