LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნებოდა დღეს 57 წლის პრინცესა დაიანა (ფოტო)

149

20 წელი გავიდა პრინცესა დაიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან. 1997 წელს ლეიდი დი ავტოკატასტროფაში დოდი ალფაიდთან ერთად დაიღუპა. ეს უბედური შემთხვევა დღემდე საიდუმლოებით არის მოცული. ოფიციალური ვერსიით, ის პაპარაცების ადევნების შედეგად პარიზში, სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევიდან უამრავი წელი გავიდა, დაიანა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარულ წევრად რჩება. მედია დღემდე განიხილავს, როგორი იქნებოდა ლეგენდარული ლეიდი დი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილზე.

მეტიც, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილის, პრინცესა შარლოტას ნათლობისას, ინტერნეტში გამოჩნდა ერთ-ერთი ბლოგერის მიერ გავრცელებული ფოტო, როგორ დაჰყურებს შარლოტას თავზე პრინცესა დაიანა. მისი დაბადების 57 წლის იუბილზე კი გამოცემები ავრცელებენ ფოტო-ვერსიებს, როგორი იქნებოდა ლეიდი დი დღეს რომ ცოცხალი იყოს. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვერსიას გამოცემა www.express.co.uk ავრცელებს და მას უამრავი მოწონება და კომენტარი ახლავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები