LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი სიდედრია ინგა გრიგოლია – მარიამ გრიგოლიას ინტერვიუ

882

ცნობილი ტელეწამყვანის, ინგა გრიგოლიას ქალიშვილი, მარიამ გრიგოლია დაინიშნა. ის ნიკოლოზ გამეზარდაშვილს მიჰყვება ცოლად. ნიკა საქართველოს სასასზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის შვილი. მარიამი ამ უწყებაში მუშაობდა და თანამდებობა 2016 წელს, ზურაბ გამეზარდაშვილის უწყებიდან წასვლის შემდეგ დატოვა.

მარიამ გრიგოლია „თბილისელებს“ თავისი სიყვარულის შესახებ ესაუბრა.

მარიამი:

„ნიკაში, უპირველესაც, ვიზუალი მომეწონა – ძალიან სიმპათიურია, მერე – იუმორი. ძალიან კეთილი, განათლებული, კარგი ბიჭია… ნიკოლოზი 4 წლის წინ გავიცანი მეგობრის ოჯახში და უკვე მეორედ რომ ვნახე, შეყვარებული ვიყავი, მივხვდი, ამ მეორედ ნანახ ბიჭს უკვე ვეპრანჭებოდი. ასეთი რამ მანამდე ვერ წარმომედგინა. ჩვენი ურთიერთობა მალევე და სპონტანურად წარიმართა. იმდენად მოხიბლული ვიყავი, ვხვდებნოდი, რომ უკვე მიყვარდა და ძლივს ვითმენდი, რომ არ მეთქვა. მაინც თავს ვიკავებდი, რომ პირველი არ გამოვტყომოდი. და რომ მითხრა, მიყვარხარო, ყველაფერი დამავიწყდა. მე უფრო მიყვარხარ-მეთქი, მივახალე. მას შემდეგ, ოთხი წელია, ერთად მოვდივართ…“

მარიამი ასევე ჰყვება, როგორ გააცნო ნიკა დედას – „ინგა გადაცემებში ჩანს ცოტა მკაცრი, თორემ რეალურ ცხოვრებაში ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა – ძალიან იცის ადამიანების შეყვარება. ერთ დღესაც მივიყვანე ნიკა და გავაცანი. მას მერე ძალიან უყვარს. ტიპური პრეტენზიული სიდედრი არ არის… “, აღნიშნავს მარიამი ინტერვიუში. როგორც ის აღნიშნავს, დედამთილთან და მამამთილთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს – „ინგას ვეუბნები, გავყიდოთ ეს სახლები და ერთი დიდი სახლი ვიყიდოთ, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ-მეთქი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები