როგორი უნდა იყოს წლამდე ბავშვის კვების რაციონი უახლესი გაიდლაინებით – ეკა უბერის რეკომენდაციები

პოპულარული

როგორი უნდა იყოს წლამდე ბავშვის კვების რაციონი უახლესი გაიდლაინებით – ეკა უბერის რეკომენდაციები

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას, ბავშთა კვებას დაეთმო. რა შეიცვალა წლამდე ასაკის ბავშვთა კვების რაციონში, რა უახლესი რეკომენდაციებია მოწოდებული ამ მხრივ,  რა ასაკამდეა რეკომენდებული ძუძუთი კვება, როდის დგება შერეული კვების აუცილებლობა, რა ასაკიდან ვიწყებთ ბოსტნეულისა და მარცვლეულის ფაფების, ასევე ხორცისა და თევზის დამატებას ბავშვთა კვების რაციონში –  წლამდე ასაკის ბავშვთა კვების ახალი ცხრილის შესახებ გადაცემაში პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.

 ჩვილისთვის დედის რძე შეუცვლელი საკვებია, მაგრამ როდის დგება შერეული კვების აუცილებლობა და რა ვადამდე ითვლება ასეთი კვება საუკეთესოდ?

დიახ, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ძუძუთი კვება უალტერნატივოა. მსოფლიოში ჯერ ვერ შეიქმნა ისეთი კვება, რომელიც გაიმეორებს ბუნებრივი კვების თითოეულ კომპონენტს. მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული სტანდარტი, რომელსაც ეფუძნება ყველა ხელოვნური ადაპტირებული ნარევი, რომელიც მეტ-ნაკლებად მიახლოებულია დედის რძესთან. 95% შემთხვევაში დედას უნდა ჰქონდეს რძე, თუმცა, არის სხვა ხელის შემშლელი პირობები, რომლის დროსაც დედა იძულებულია  ჩვილი ხელოვნურ საკვებზე გადაიყვანოს. თუ ის გადაწყვეტს, რომ მისი ჩვილი იყოს ბუნებრივ კვებაზე, სასურველია, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში კვებოს ძუძუთი. თუმცა, დამატებითი კვება რაციონში შედის 6 თვიდან. 6 თვემდე, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური კვება მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, თუ ის რა თქმა უნდა ჯანმრთელია და სწორად ვითარდება.

რა საკვები უნდა მიიღოს დედამ ძუძუთი კვების დროს და მართალია თუ არა, რომ ამ დროს მშობლის კვების რაციონი მკაცრად შეზღუდული უნდა იყოს?

ეს საკითხი  ინდივიდუალურია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ლიტერატურაში მეძუძური დედის კვების რეჟიმი არ არსებობს, თუ სპეციფიურ კომპონენტებზე ალერგია, ან აუტანლობა არ ვლინდება. როდესაც დედა და ბავშვი ჯანმრთელები არიან, დედას ვეუბნებით, მიირთვით რაც გსურთ, რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში. ცხადია  მეძუძური დედა უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად. ეს მოიაზრებს არა ცხოველური ცხიმების მიღებას, არამედ პირიქით, რაციონი მცენარეული ცხიმებით უნდა იყოს  დატვირთული.

რა ასაკიდან ვიწყებთ ბოსტნეულის ფაფების მიცემას და რა სქემაა მოწოდებული უახლესი გაიდლაინით?

გაიდლაინი შეიცვალა და აქაც ინდივიდუალურობაა გასათვალისწინებელი. მიიჩნევა, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი 4-დან 6 თვემდე მზად არის მიიღოს ახალი საკვები. კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, 6 თვემდე მას დედის რძე სრულად უკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. თუ ბავშვს გაორმაგებული აქვს წონა, თუ კარგად იჭერს თავს და შეუძლია სავარძელში ყოფნა, თუ აქვს კოვზით საკვების მიღების უნარ-ჩვევები, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია 4 თვიდან ვცადოთ დამატებითი კვევა. ყველა ახალი პროდუქტის დამატება ხდება მონო კომპონენტების სახით.  მაგალითად, ჩემი შვილის შემთხვევაში, ძალიან მინდოდა მას მიეღო ბროკოლი, თუმცა ისე მოხდა, რომ ვერ გადაამუშავა. ეს ნიშნავს, რომ 2-3 თვით ბროკოლის მიღება გადაიდო და ამჯერად სხვა ბოსტნეულს მივცემ. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ბროკოლი, გოგრა, ყაბაყი – ეს ყველაფერი თანდათანობით, 1-2 ჩაის კოვზის ოდენობით უნდა დავაწყებინოთ პატარას და აუცილებლად ერთ კომპონენტად. მინდა ავღნიშნო, რომ ქილოვანი საკვებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე სახლში დამზადებულს. მიიჩნევა, რომ სახლში მომზადებული პროდუქტი შესაძლოა კალორიული და პროტეინული თვალსაზრისით არ იყოს დატვირთული. ვიცით, რომ თერმული დამუშავებისას, პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებების ნაწილს. ხოლო, ქილებში მოთავსებული საკვები უფრო მეტად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, ამ სეზონზე ყველაფერი იმპორტირებულია. თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ წლის ამ პერიოდში ბავშვი ქილის საკვებით გამოკვებოს, რა თქმა უნდა უკეთესია. ისინი ორგანული პროდუქტებით არის დამზადებული, არ შეიცავს კონსერვატებსა და ნიტრატებს. თუმცა, სახლში მომზადებული საკვებიც მისაღებია. აქვე მიდნა დავამატო, რომ შესაძლებელია ბავშვმა დამატებითი კვება დაიწყოს როგორც ბოსტნეულით, ისე მარცვლოვნებით. განსაკუთრებით დღენაკლული ბავშვებისთვის, აუცილებელია 5-6 თვის ასაკიდან რაციონში დავამატოთ მარცვლეულის ფაფები. ეს ახდენს ანემიის განვითარების პრევენციას და ხდება ორგანიზმის რკინით გაჯერება.

რომელი მარცვლეულის ფაფის მიცემაა რეკომენდებული პირველად და რატომ?

ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად ალერგიულად მიიჩნევა ბრინჯის ფაფები. უნდა დავიწყოთ ერთკომპონენტიანი ურძეო ფაფებით და 5-7 დღის განმავლობაში გავზარდოთ კოვზების რაოდენობა. ამის შემდეგ დედას შეუძლია ახალი კომპონენტი დაამატოს. საწყის ეტაპზე უმჯობესია არჩევანი გავაკეთოთ ურძეო ფაფებზე, რადგან ისინი  არ არის ისეთი გემრიელი, როგორიც რძიანი, ამიტომ ბოსტნეულზე ბავშვის უარს აღარ იტყვის. თუ სახეზეა წონის დეფიციტი, უმჯობესია დამატებითი კვება ფაფებით დავიწყოთ, თუ არ არის წონის დეფიციტი, ბოსტნეულით დაწყება სჯობს. აქვე საინტერესოა, რომ თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ ხილი და ხორცი ცოტა მოგვიანებით უნდა დაგვემატებინა რაციონში, დღეს 4-6 თვიდან თავისუფლად შეიძლება ყველა კომპონენტის მონაცვლეობა.

ცელიაკი, რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებაზე და მართალია თუ არა რომ ფაფები, რომლებიც არ შეიცავს გლუტენს, ხელს უწყობს მის პრევენციას?

ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ხოლმე უგლუტენო ფაფებთან მიმართებაში და მინდა ნათელი მოვფინო ამ სიტუაციას. წინათ ფიქრობდნენ, რომ უგლუტენო მარცვლეულის მიცემა ცელიაკის დაავადების პრევენციას ახდენდა. ცელიაკია ეს არის წვრილი ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომელიც არის იმუნური სისტემით გაშუალებული და არის გენეტიკურად დეტერმინირებული. ადამიანს ის ან აქვს, ან არა. ამიტომ მისი პრევენცია ადრეულ ეტაპზე უგლუტენო ფაფებით შეუძლებელია და ის არ ცვლის გამოსავალს. გლუტენი ეს არის პროტეინი, რომელიც უმეტესად წარმოდგენილია მარცვლოვნებში. ასეთი ფაფების არ მიცემა, სამწუხაროდ ცელიაკიის დაავადების გამოვლენის პრევენციას ვერ მოახდენს, ის უბრალოდ გვიან გამოვლინდება, როდესაც ბავშვის რაციონში გლუტენის შემცველი პროდუქტები  შევა.

რომელი პატარებისთვისაა  განკუთვნილი ურძეო ფაფები?

ზოგადად ადაპტირებული ნარევის დამატება ხდება ინდივიდუალურად, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მხოლოდ ბავშვის ამტანობაზეა დამოკიდებული.  რომელი მიირთვა ბავშვმა ყველზე კარგად, რომელზე ჰქონდა კარგი ნაწლავთა მოქმედება, როდის იყო ნაკლები მუცლის კოლიკები და ა.შ. შესაძლებელია, რომ ის რძე, რომელიც მარცვლეულშია დამატებული, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ეს რძე მისთვის მისაღებია თუ არა, ვიწყებთ კვებას ერთ კომპონენტიანი ურძეო ფაფით. შემდეგ რა თქმა უნდა რაციონში შემოდის რძიანი ფაფა იმ კომპონენტით, რომელიც ურძეოს შემთხვევაშიც პრობლემას არ ქმნიდა.

 

რა ასაკიდან ვიწყებთ ხორცის დამატებას ბავშვის რაციონში და მართალია თუ არა, რომ ღორის ხორცი აბსოლუტურად უსაფრთხოა?

ხორცი თავისუფლად შეიძლება რაციონში შემოვიტანოთ 6 თვის ასაკიდან და ეს შეიძლება იყოს საქონლის, ქათმის, ინდაურის, ბოცვერის და ღორის. ყველას ძალიან უკვირს, როდესაც ღორის ხორცს ვახსენებთ და ეს განხივლის საგანი ხდება.

აღმოჩნდა, რომ თუ ბავშვს აქვს ძროხის რძის ცილის აუტანლობა, ქათმისა და საქონლის ხორცში შესაძლებელია იმ პროტეინების თანხვედრა იყოს, რომელიც ძროხის რძის ცილაშიც არის. ანუ თუ მას ძროხის რძის ცილის აუტანლობა აქვს, შესაძლებელია საქონლის და ფრინველის ხორცის აუტანლობაც ჰქონდეს.

უმრავლეს შემთხვევევაში, გარდამავალი ტრანზიტორული ალერგიული რეაქციები და კვებითი აუტანლობა იმუნოლოგიურად არ ჩანს და სისხლში შესაძლებელია უარყოფითი პასუხითაც კი გამოვლინდეს. ძროხის რძის ცილის აუტანლობა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული იშვიათი შემთხვევების გარდა ემპირიულ დიაგნოსტიკას ეფუძნება. თუ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვმა ვერ მიიღო ხელოვნური ნარევი, ეს ვლინდება ყაბზობით, დიარეით, ღებინებით, უმადობით, წამოქაფებით, წონის მასის დეფიციტით, განავალში სისხლის არსებობით – შესაძლებელია ვიფიქროთ ძროხის რძის ცილის აუტანლობაზე. ასეთ დროს ბავშვის რაციონში შემომაქვს ბოცვერის, ინდაურის ან ღორის ხორცი, რადგან ამ სამი სახეობის ხორცში არ ხდება პროტეინების თანხვედრა ძროხის რძის ცილასთან.

რაც შეეხება თევზს, ამ დრომდე ვიცოდით, რომ წლამდე მისი მიღება არ იყო სასურველი, რადგან ის ალერგიულ რეაქციებს იწვევდა

ალერგიული კომპონენტების დაგვიანებით მიცემა სამწუხაროდ ვერ აკეთებს ატოპიური დაავადების პრევენციას, ეს ცხადია ეხება თევზსსაც. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მონოკომპონენტიანი კვება მინიმუმ 5-7 დღის განმავლობაში და არა ყოველდღე განსხვავებული პროდუქტების შეთავაზება, რადგან შესაძლებელია ზოგიერთ პროდუქტს ჰქონდეს გვიანი რეაქცია და ის ხუთი დღის შემდეგ გამოვლინდეს.

მშობლებს ასევე ხშირად აინტერესებთ, რა ასაკამდეა დაბლენდერებული საკვები რეკომენდებული?

ესეც ძალიან ინდივიდუალურია. მანამ, სანამ ბავშვს წინა კბილები არ აქვს, მას შეუძლია  დაბლენდერებული საკვები მიირთვას. მეტსაც გეტყვით, ორ წლამდე შეიძლება პატარა იყოს დაბლენდერებულ საკვებზე. ერთი წლის ასაკიდან შესაძლებელია მცირე ულუფებით, დაჭყლეტილი საკვების მიცემა და თანდათანობით მყარ საკვებზე გადასვლა. ეს არ ნიშნავს, რომ წლამდე პატარას პურის ყუა უნდა მისცეთ, ან სტაფილო დავაჭერინოთ ხელში, შესაძლოა ის ბავშვმა ადვილად მოკბიჩოს, მაგრამ ვერ დაღეჭავს და შესაძლოა გაჩნდეს გადაცდენის საშიშროება.

რა ხილით უნდა დავიწყოთ კვება და რა რაოდენობით შეგვიძლია შევთავაზოთ?

6-7 თვიდან ეტაპობრივი სქემით თავისუფლად შეგვიძლია დავიწყოთ ხილის მიცემა. აქვე სასურველია,  ხილი იყოს ადგილობრივი წარმოების. ეგზოტიკური ხილი ჩვენს გენეტიკაში არ ზის და ამიტომ უმჯობესია მისგან თავის შეკავება. უპირატესობას მივანიჭებ ვაშლს, ატამს, ქლიავს, კენკრას, ალუბალს. ციტრუსი და ზოგიერთი კენკროვანი ხილი წლამდე არ არის რეკომენდებული. ასევე სამ წლამდე არასასურველია ბალის, კარალიოკის, ლეღვისა და ყურძნის მიცემა.  აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ხილ-ფაფა არასოდეს არ არის ერთი სრულფასოვანი კვება. ის დესერტია და არა ძირითადი საკვები.

ძალიან ხშირად წლამდე ბავშვის კვების რაციონში გვხვდება მაწონი , რამდენად სასარგებლოა ის?

მაწონი ძალიან კარგი პროდუქტია და მასზე თაობები გაზიარდა, მაგრამ ეს იქამდე, სანამ ადაპტირებული კვება არ არსებობდა. ადაპტირებული კვება ნიშნავს იმას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე  და სხვა ნუტრიენტებზე. მაწონი ამ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად ერთ წლამდე მაწვნის მიცემა არ არის რეკომენდებული.

და ბოლოს, დღეს ძალიან აქტუალურ მძიმე მეტალების თემას უნდა შევეხო, სად არის მათი საფრთხე ყველაზე მეტად, საკვებსა თუ გარემოში და ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის ის შიში, რაც დღეს საზოაგდოებაშია?

ჩვენ ქართველები ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ამიტომ ეს შიშებიც არაა გასაკვირი. ამ ეტაპზე მძიმე მეტალები ძალიან აქტუალური თემაა და  ამის პირველი მიზეზია ეკოლოგია – ჰაერი, გამონაბოლქვი,  ძველი სახლები ანუ სამშენებლო მასალა, უხარისხო სათამაშოები და საკვები. საკვები პროდუქტები, რომლებიც მიიღება და იზრდება გზისპირა ნაკვეთებზე, მანქანის გამონაბოლქვთან ახლოს, რა თქმა უნდა ისინი ნიადაგიდან ადვილად იწოვს მძიმე მეტალებს. თუმცა, ამ  ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ტოქსიურ ზღვარს პრობლემა არ შეუქმნია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მძიმე მეტალების თემა ცოტა უტრირებულია.

გადაცემის ლაივი

გადაცემის ჩანაწერი

რჩევები /

|

29 მარტი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 228031
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 228031
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 3718
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (228031) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (3718,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 234036
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-04-19 14:16:47
                    [post_date_gmt] => 2018-04-19 10:16:47
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ თემას მიეძღვნა, როგორიცაა ბავშვის სწორი ზრდა-განვითარება, მასთან დაკავშირებული პრობლემები და ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები.

როგორ ამოვიცნოთ ტკივილი ადრეული ასაკის ბავშვებთან,  სასურველია თუ არა ბავშვის ფიზიკური დატვირთვა ადრეულ ასაკში და რომელი სპორტის სახეობაზე სჯობს არჩევანის გაკეთება, არის თუ არა  ფიგურული სრიალი ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების „ეფექტური წამალი“, რამდენად მოქმედებს ჰალოთერაპია ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე – ამ და სხვა საინტერესო თემაზე გადაცემაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პროფესორმა, ექიმმა-რევმატოლოგმა, თინათინ კუტუბიძემ ისაუბრა.



 პირველ რიგში მინდა გკითხოთ ტკივლის შეგრძნებაზე ბავშვებში, როგორ ამოვიცნოთ სტკივა თუ არა რამე ბავშვს, როცა ის უმიზეზოდ ტირის?

 ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. ტკივილი ეს ის სასიგნალო ნიშანია, რომლითაც თქვენი პატარა გაძლევთ ნიშანს, რომ მას რაღაც უჭირს. ტკივილი სხვადასხვანაირი ტიპის, სიძლიერისა და ლოკალიზაციის არის. ბავშვი ტკივილს სხვადასხვანაირად გამოხატავს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, ნამდვილად სტკივა მას თუ არა, რადგან ცოტა მოზრდილი ბავშვები ყურადღების მიქცევასაც ცდილობენ.

ტკივილი არის აფერენტული რეფლექსი, რომლითაც ორგანიზმი პრობლემის შესახებ გამცნობთ. ის შეიძლება იყოს მწვავე, შედარებით ყრუ, ან ქრონიკული. პატარა ბავშვებში ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება არის ჭირვეულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, უარი საკვების მიღებაზე. პირველი რეაქცია, რომელიც მომვლელს აქვს, არის ის, რომ ბავშვს რაღაც სჭირს.მოზრდილი ასაკის ბავშვები სწავლობენ ტკივილის ლოკალიზაციის მითითებას და აღწერას.
პედიატრთან მიმართვიანობის მესამედი ტკივილს უკავშირდება. რევმატოლოგებთან მოდიან ბავშვები, რომლებსაც სტკივათ სახსრები. ჩვენ ვინტერესდებით, როდის სტკივათ, უშლის თუ არა ტკივილი ყოველდღიურ აქტივობაში ხელს და ა.შ. ამერიკის პედიატრთა აკადემიამ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შეიმუშავა ე.წ. ტკივილის შეფასების შკალა, სადაც ნახატებია გამოსახული და ბავშვი აღწერს, რომელი უფრო შეესაბამება მის ტკივილს.
ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ლოკალიზაციის და თვისობრიობის: შეიძლება იყოს მწვავე, მოვლითი ან დუნე ხასიათის. მაგალითად, თუ მოვიდა პატარა სახსრის ტკივილით, ვინტერესდებით, ხომ არ ახლავს თან ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ზედა სასუნქთი გზების ინფექცია და ა.შ. ტკივილი შეიძლება იყოს იზოლირებული სიმპტომი, ასევე ანთებითი პროცესის გამოვლინების ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ყველა კითხვა საჭიროებს ხოლმე შეფასებას და სხვადასხვა ეტაპზე გარკვეულ წილად პასუხის გაცემას. ყოველთვის საგანგაშოა თუ არა ტკივლი და რა დროს არის აუცილებელი ექიმის კონსულტაცია? შესაძლებელია ტკივილი იყოს მოვლითი ხასიათის და ძალიან სწრაფად გაიაროს. დედა უნდა დააკვირდეს ბავშვს, გაიარა ტკივილმა, თუ ის მეორდება. თუკი ბავშვი მიუთითებს ლოკალიზაციას, უნდა დავაკვირდეთ, რა სიხშირით მეორდება ტკივილი. თუკი ტკივილის დროს შეეცვალა ბავშვს ხასიათი, მოყვა ტემპერატურული რეაქცია, მოითენთა და ა.შ. ეს უკვე საგანგაშოა და დაუყონებლივ უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს. ექიმები ხშირად გვირჩევენ, რომ საჭიროა მეტი ფიზიკური აქტივობა და ნაკლები  დრო გაჯეტებთან... რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი სპორტზე, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას? ცხოვრების თანამედროვე წესმა, რომელიც ჩვენს ბავშვებს ჩამოუყალიბდათ, გამოიწვია ის, რომ ბავშვები არიან ნაკლებად აქტიურები. დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ ადამიანი ფიზიკურ აქტივობას ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს. ჯანმრთელობაზე საუბარს ჩანასახიდანვე ვიწყებთ. აქ საინტერესოა ისიც, რომელი ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზეა საუბარი - ჯანმრთელ ბავშვზე, თუ ბავშვზე, რომელსაც რაიმე სხვა ქრონიკული პრობლემა აქვს. აქ პრინციპულად განსხვავებული მიდგომაა. არსებობენ ბავშვები იუვენილური იდიოპათიური ართრიტებით. წინათ მიიჩნეოდა, რომ მათი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა, ახლა კი პირიქით, ამბობენ, რომ ისინი ფიზიკურად აქტიურები უნდა იყვნენ.
მივყვეთ თავიდან - თუკი ბავშვი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, ასაკიდან გამომდინარე დატვირთვა განსხვავებულია. სკოლამდელი ასაკის ბავშვი უნდა მიეჩვიოს თანატოლებთან თამაშს, გუნდურობას. უკვე შემდეგ შეიძლება საუბარი ინდივიდუალურ სპორტზე, მაგალითად ცურვაზე, რომელიც უნივერსალური სპორტია და 4-5 წლიდან უკვე შესაძლებელია ბავშვი დაკავდეს მისით. ძალიან კარგია ცურვა ძვალ-სახსროვანი სისტემის ადეკვატური განვითარებისათვის. ამერიკის პედიატრიული აკადემიის რეკომენდაციით, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დატვირთვის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ ერთი საათი. აშშ-ში 2006-2009 წლებში ჩატარდა კვლევა და 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების შესწავლა მოხდა. დადგინდა, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან და კლებულობს მისი ფიზიკური აქტივობა. 15 წლამდე ასაკის ბავშვების აქტივობა სამუშაო დღეებში, 40-50%-ში 60 წუთს შეადგენს, უქმეებზე კი აქტივობა იკლებს და 50 წუთზე ნაკლებია. რაც შეეხება სპორტულ დატვირთვას, დღეს ბევრი ბავშვი პრაქტიკულად პროფესიონალური სპორტით არის დაკავებული.
მინდა მშობლებს მივცე რეკომენდაცია - მანამ, სანამ ბავშვს სერიოზული სპორტით დააკავებენ, გაიროს სამედიცინო შემოწმება, რადან 3-4 საათი ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. 12 წლის ასაკიდან ხშირად ჩნდება ე.წ. შლატერის დაავადება და ეს ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს ორივე მუხლში ძლიერი ტკივილი აქვს, აუცილებლად მიიყვანეთ ის ტრავმატოლოგთან. ამბობენ, რომ ფიგურული სრიალი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს.. ყველანაირი ადეკვატური სპორტული დატვირთვა ემსახურება იმუნური სისტემის გაძლიერებას, მათ შორის ფიგურული სრიალი. სანამ მეზობლებისა და ნათესავების რჩევებს გავითვალისწინებთ, ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია. ნამდვილად პოპულარული ხდება ბოლო დროს ფიგურული სრიალი. ყველა ის აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქი კუნთების გაძლიერებასთან და ფილტვის სასიცოცხლო ტევადობას ზრდის, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მათ შორის ფიგურული სრიალი ნამდვილად არის მოწოდებული სასუნთქი გზების სისტემის დაავადებების პრევენციისათვის. ასევე, ძალიან პოპულარული ხდება ჰალოთერაპია. აქვს თუ არა ამ ტიპის მკურნალობას რაიმე ეფექტი თუ ეს კომერციის ნაწილია? ჰალოთერაპია ალტერნატიული მედიცინაა. იყო გარკვეული კვლევები ჩატარებული, რომ მარილის კრისტალოიდები გარკვეულ დადებით ეფექტს ახდენს სასუნთქ სისტემაზე. იმას, რასაც ევიდენსური მედიცინა ქვია, ამის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში არის ჰალოთერაპიის შესახებ გარკვეული გამოცდილება დაგროვებული და აქვს არსებობის უფლება. მე როგორც ექიმი, ჰალოთერაპიას ალტერნატიული მედიცინის კუთხით შევხედავდი, რადგან სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობის უამრავი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორის ტრადიციული. შემდეგი თემა ასევე ბავშვის ზრდა–განვითარებას ეხება, როდესაც მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი მის თანატოლებ სიმაღლით ჩამორჩება, იწყებენ სხვადასხვა პროდუქტების მიცემას. მართალია თუ არა, რომ მაგალითად ჭარხლის წვენმა შეიძლება სიმაღლეში ზრდა გამოიწვიოს? ბავშვის წონისა და ზომის შესაფასებელ სპეციალური შკალები არსებობს. სიმაღლეს უპირველეს ყოვლისა განაპირობებს გენეტიკა და გარემო ფაქტორები ადეკვატურ მოვლასთან ერთად. ბავშვმა ყველა მიკროელემენტი და ნუტრიენტი საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღო. მას ესაჭიროება ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ადეკვატური რაოდენობით. სპორტი ერთ-ერთი ხელშემწყობია მისი ზრდა-განვითარებისა. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დიდი რაოდენობით გვაქვს ხილი და ბოსტნეული და ბავშვმა ისინი სწორედ ასეთი სახით უნდა მიიღოს. მიმართეთ პედიატრსა და ენდოკრინოლოგს, რომელმაც უნდა შეაფასოს ბავშვის ძვლოვანი ასაკი და გადაწყდეს, ესაჭიროება თუ არა რაიმე სხვა დამატებითი ჩარევა სამედიცინო თვალსაზრისით. თუ მან ადეკვატურად მიიღო ყველა ის საკვები, რომელიც მას ესაჭიროება, აღარ არის დანამატების მიღება რეკომენდებული. თუ გენეტიკის მიუხედავად, სიმაღლეში საგრძნობი ჩამორჩენაა,  შეიძლება თუ არა ეს იყოს ფიზიოლოგიური პროცესი და არ საჭიროებდეს კონსულტაციას, თუ ყოველთვის სჯობს მივმართოთ სპეციალისტს? უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების თავისებურებები. ხშირად ყველაფერს ვაძლევთ ბავშვს, მაგრამ ის მაინც ჩამორჩება სიმაღლეში. არსებობს გლუტენის აუტანლობა, ცელიაკია, ან თუ ანემია აქვს ბავშვს, ის ყოველთვის ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, უნდა გამოვრიცხოთ ყველა ასეთი დაავადება. როდესაც ვსაუბრობთ რევმატიულ დაავადებებზე, რა ტიპის დაავადებებია ყველაზე მეტად გავრცელებული და რა იწვევს მათ? ბავშვთა რევმატიული დაავადება უამრავია. ეს არის ე.წ. ავტოიმუნური დაავადებების ჯგუფი, როდესაც ორგანიზმი ანტისხეულს თავისი საკუთარი ქსოვილების საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები უცნობია. ყველაზე ხშირია იუვენილური იდიოპათიური ართრიტები, ანუ სახსრების ანთება, რომელსაც გარკვეული მიზეზი არ აქვს, ასევე არსებობს სისტემური ვასკულიტები, სისტემური წითელი მგლურა და ა.შ. ყველაზე გავრცელებულია ართრიტი, ანუ სახსრის ანთება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები არ ვიცით, მაგრამ არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლებიც შეიძლება ხელშემწყობი ფაქტორი იყოს, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების შემდეგ განვითარებული ართრიტები, ან ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული გენეზის ინფექცია, რომელიც რევმატიულ ცხელებას, ან გულის რევმატიულ დაზიანებას იწვევს. რევმატიული დაავადებები არის ძალიან დიდი ჯგუფი დაავადებებისა, რომლებსაც მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ კარგად ექვემდებარებიან მკურნალობას. ძალიან ხშირად სახსრების ტკივილით ვლინდება, მაგრამ არსებობს დაავადებები ისეთი მიმდინარეობით, როგორიც არის ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყალიბდება სახსროვანი კომპონენტი, ან შეიძლება საერთოდ არ იყოს სახსრების ტკივილი.   გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/04/18-aprili-tika-kutubidze.mp3"][/audio] [post_title] => რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი სპორტზე და რომელია სპორტის უნივერსალური სახეობა  - თინათინ კუტიბიძის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ra-asakidan-unda-vatarot-bavshvi-sportze-da-romelia-sportis-universaluri-sakheoba-tinatin-kutibidzis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-04-20 12:31:05 [post_modified_gmt] => 2018-04-20 08:31:05 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=234036 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 232030 [post_author] => 23 [post_date] => 2018-04-12 16:15:22 [post_date_gmt] => 2018-04-12 12:15:22 [post_content] =>

გადაცემის ლაივი LIVE

მარტში ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებამ ცნობილი ბავშვთა ექიმის, პროფესორ ირაკლი ფაღავას 100 წლის იუბილე აღნიშნა. ირაკლი ფაღავა სხვადასხვა დროს იყო თბილისის და რესპუბლიკის პედიატრთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. არ დარჩენილა არც ერთი აქტუალური საკითხი ბავშვთა სნეულებების სფეროში, მას რომ არ ეთქვა თავისი წონადი სიტყვა. ის განსაკუთრებით ზრუნავდა ადრეული ასაკიდან ბავშვთა სწორ აღზრდაზე, რადგან ქვეყნის მომავალს ჯანსაღი თაობის აღზრდაში ხედავდა. მისი „პედიატრიის ცნობარი“ და „ბავშვთა დაავადებები“ ქართველ ექიმთა და სტუდენტთა მრავალი თაობის სამაგიდო წიგნებად იქცა. ისტორია გრძელდება, ირაკლი ფაღავას შვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავაა, რომელიც მაისის თვეში  70 წლის იუბილეს აღნიშნავს. გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ყარამან ფაღავამ თანამედროვე პედიატრიის გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა და ვრცლად მიმოიხილა თემები, რომლებიც მშობლებისთვის დღეს ძალიან აქტუალურია. ცოტა ხნის წინ ბატონი ირაკლი ფაღავას იუბილე აღინიშნა, თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ იმ დიდ გზას, რომელიც მან გაიარა? მამაჩემთან ვმუშაობდი, გარკვეულად ჩემი ხელმძღვანელიც იყო სადოქტორო დისერტაციის დაცვისას, ვთანამშრომლობდით და მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვიყავი. ყველა მის გამოსვლას ვუსმენდი და ისიც ჩემგან შესაბამის გამოძახილს ელოდა. მამაჩემზე გადაღებულია ფილმი, დაწერილია წიგნი - დიახ, ეს კარგია, მაგრამ მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რომ ირაკლი ფაღავა სამედიცინო საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა. დღეს, როდესაც მისი გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა – რა დარჩა მას შემდეგ. ყოველთვის ჩემს თავსაც ვუსვამ ამ შეკითხვას. ის იყო ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ნამდვილი პროფესორი, მასწავლებელი, მკვლევარი - პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თავისი კვალი დატოვა. ძირითადი მაინც იყო მედიცინაში ფსიქოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობა დაავადებების განვითარებაში, ალერგოზები და ბრონქული ასთმა. ის ძალიან ძლიერი იყო კომუნიკაციაში. იმისათვის, რომ ადამიანი კარგად გახდეს, უნდა სჯეროდეს ბავშვსაც და მშობელსაც ექიმის. რაც შეეხება საზოგადოებრივ აქტივობას, იყო დემოგრაფიული კომისიის თავჯდომარის მოადგილე, ქართული ლიტერატურული ენის ნორმატივების დამდგენი კომისიის წევრი, თუმცა, მისთვის მთვარი მაინც ბუნებრივი კვების მხარდაჭერა იყო. დასავლეთ საქართველოში ძუძუმტეობა და ძიძიშვილობა  ტრადიციული იყო. ერთის მხრივ კლასთა ბრძოლის სიმწვავეს ანელებდა, მეორეს მხრივ კი გარკვეულად ცუდი როლიც შეასრულა. ეგონათ, რომ თუ თავადი და აზნაური თავის შვილს ძუძუს არ აჭმევდა, ცუდი იყო. ყველა მოვლენას აქვს თავისი ავერსი და რევერსი. დღესდღეობით დადგენილია, რომ ბუნებრივი კვება არის ქვაკუთხედი ბავშვის განვითარებისა და მისი წინსვლისა. რაც შეეხება მეცნიერებას, მან თავისი წონადი სიტყვა მრავალ დარგში თქვა. ქართული პედიატრიის ენციკლოპედია დატოვა მან, სადაც 1980 წლამდე თუ რამე გაკეთებულა ქართულ პედიატრიაში, ყველაფერია შესული. მე უკვე მამაჩემზე უფროსი ვარ ასაკით, მთავარი ცხოვრებაში არის საკუთარი თავის რეალიზაცია და იმაზე სამწუხარო არაფერია, როდესაც გონიერი და ნიჭით აღსავსე კაცი ამას ვერ მოახდენს. იარკლი ფაღავამ მეტწილად თავისი თავის რეალიზაცია მოახდინა. ბატონო ყარამან, თქვენ მაისში 70 წლის ხდებით, ამ დროის მანძილზე დიდი გამოცდილება დააგროვეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ იმატა ავადობებმა და რა დაავადებებზეა საუბარი? დაავადებები იყო, არის და იქნება, უბრალოდ იცვლება სტრუქტურა. სამწუხაროდ ჩვენში ბოლომდე ვერ იქნა რესპირატორული (ხველა, ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი) და კუჭ-ნაჭლავის (ფაღარათი, შეკრულობა არასწორი კვების გამო) დაავადებების აღმოფხვრა. არის ასევე ე.წ. „ცივილიზაციის დაავადებები“, რომლებიც უფრო მეტად დასავლეთშია, ესენია: ავტოიმუნური დაავადებები, ალერგოზები, რევმატული დაავადებები. საქართველოში იშვიათ დაავადებებზე საკითხი მე წამოვწიე პირველად და ლექციებს ვკითხულობ. ჩემს სპეციალობაში მთავარი ხიბლი ისაა, რომ იშვიათ დაავადებას გამოვავლენ და ვუმკურნალებ პაციენტს. მთელი მსოფლიო დგას დაავადებების გამომწვევი მიკრობების ეპიდემიის წინაშე, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულნი არიან. მაშინ, როდესაც პენიცილინი აღმოაჩინეს, ეს იყო რევოლუცია და ის ყველაფერს კურნავდა. ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და ფილტვების ანთებას პენიცილინით ვმკურნალობდით. ახლა კი უძვირეს ანტიბიოტიკებს ვიყენებთ, დიდხანს ვმკურნალობთ, იძლევა უამრავ ალერგიულ გართულებას, გვერდით მოვლენას და ა.შ. ამიტომ ახალი მიდგომებია საჭირო და ხშირად ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი.
ბაქტერიოფაგოთერაპიაში საქართველო პიონერია, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში პირველად საქართველოში დაარსდა. რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიყავი, ჩვენი შედეგები მოვახსენე კუჭ-ნაწლავის ბაქტერიოფაგოთერაპიის შესახებ და დიდი ოვაციები გამოიწვია ამან.
აღსანიშნავია ნევროზის საკითხიც, იმატა არასწორი ქცევით განპირობებულმა დაავადებებმა. ნამეტან სტერილურ გარემოში ვზრდით მშობლები ბავშვებს, უნდა გავარჯიშდეს ბავშვის ორგანიზმი. არიქა, ცხოველთან კონტაქტი საშიშია... არადა ისტორიულად ადამიანი ყოველთვის კონტაქტში იყო ცხოველთან. ეხლა კი ორგანიზმის იმუნური სისტემა გახდა სამიზნის გარეშე. სწორედ ეს არის ავტოიმუინური დაავადებების მიზეზი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭიებიც კი პერიოდულად ესაჭიროება ორგანიზმს. აღარ ვსაუბრობ აგრესიაზე, დეპრესიაზე, ეს ხომ საშინელებაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დანას უყრიან. ამისი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას. აუცილებელია სპორტით დაკავება. აგრესიაზე და დეპრესიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბიჭების მშობლებს რჩევა მინდა მივცე. ბიჭებმა შეიძლება იჩხუბონ, არაფერი დაშავდება. შეიძლება შენზე ღონიერმა 20-ჯერ დაგარტყას, მაგრამ ერთხელ თუ უპასუხე, ეს არაფერი, მაგრამ თუ ერთხელ დაგარტყეს და შენ ხელები დაუშვი, ე.ი. ფსიქოლოგიურად გატეხილი ხარ. როგორ შეიძლება ახალგაზრდა თავს იკლავდეს, როდესაც ის წინ უნდა მიდიოდეს და მიზნები უნდა ჰქონდეს. როდესაც დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მართალია, გვინდა რომ ერი გამრავლდეს, მაგრამ მხოლოდ გამრავლება არ არის, კულტურული კოდიც არის საჭირო. დიახ, გლობალიზაციაში ყველაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ქართველი ახალგაზრდა უნდა ატარებდეს კულტურულ კოდს. ზაფხული მოდის, ბავშვები სოფლებში გაუშვით, ქართულ ენას ისწავლიან. მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი. რა დაავადებებისა და ჩივილების დროს გამოიყენება ფაგები და როდის აქვს განსაკუთრებული ეფექტი? ფაგი არის კარგი, მეგობარი ვირუსი, რომელიც კლავს ცუდ ბაქტერიას. ამიტომ, ნებისმიერი ბაქტერიული ინფექციის დროს (სასუნთქი გზების, ყელის ინფექციები, ფილტვების ანთება, კანის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია და ა.შ) ის ყოველთვის ძალიან ეფექტურია და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს გვერდითი მოქმედება. ზოგიერთი დაავადების დროს მეტი შედეგი აქვს, ზოგიერთი დაავადების დროს კი ნაკლები, თუმცა მცდელობა ყოველთვის ღირს. დღეს ყველაზე გავრცელებულ ჩივილებსა და მათი მკურნალობის უახლეს მეთოდებზე მინდა გკიხოთ. რატომ შეიცვალა მიდგომა ასე რადიკალურად. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ იგივე მაღალ ტემპერატურას უწინ ძმრიანი წინდებითა და წამლების მინიმალისტური რაოდენობით ებრძოდნენ, რა იყო ამაში ცუდი? პირველ რიგში ცხელების თაობაზე ვისაუბრებ. მთავარი ის კი არ არის მარტივად ვებრძოდით თუ ცუდად, მთავარი ის არის, რა შედეგით ვებრძოდით. დღესდღეობით დადგენილია, რომ ცხელების წინააღმდეგ საუკეთესოა იბუპროფენისა და პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ არის გვერდითი მოვლენები, ამიტომ საუკეთესოა ტრადიციული მეთოდები მედიკამენტებთან ერთად გამოვიყენოთ.
თუ სიცხე არის 40 გრადუსი, ნუ დაველოდებით წამლის მოქმედებას, მაშინვე ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე აბაზანაში ჩავსვათ ბავშვი. ძმარი არ არის ეფექტური.
რაც შეეხება ხველას, ის უფრო მძიმე გახდა. იმიტომ, რომ ხველას ძირითადად საფუძვლად გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა და ქრონიკული ანთება უდევს, რომელიც ხშირი ინფექციების, ალერგიისა და რესპირაქციული დაავადებების მიზეზია. ასევე, გააჩნია ხველასაც. არის ხველა, რომელსაც ორთქლით, ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია და ამოსახველებლები შველის. შეგახსენებთ, რომ ამოსახველებლები საღამოს 18:00 საათის შემდეგ არ შეიძლება. თუ ხველა ღამით არის, მაშინ ანტიჰისტამინურ საშუალებებს, დამამშვიდებლებს გამოვიყენებთ. პრობლემაა შემაწუხებელი ხველა და ამ დროს ყველაზე ეფექტურია ბრონქოდილატატორები და ეპინეფრინი. უნდა ვეძებოთ ხველების მიზეზი და პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების თავიდან არიდება. თანამედროვეობის კიდევ ერთი პოპულარული თემა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რა აზრის ხართ ვაქცინაზე და თვლით თუ არა, რომ მისი გაკეთება უკლებლივ ყველა ბავშვისთვის აუცილებელია? ძალიან რთული შეკითხვაა. ვაქცინაცია თანამედროვე მედიცინის უდიდესი მიღწევაა. დავაფიქსირებ როგორც ოფიციალურ აზრს, ისე ჩემს პირად მოსაზრებას.
ჩვილი, დღენაკლული, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე და ხშირად მოავადე ბავშვები აუცილებლად უნდა აიცრან. ასაკოვანი ადამიანები აუცილებლად უნდა ავცრათ. რაც შეეხება შუა ხნის ასაკის ადამიანებს, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები, მძიმე ანემიის, იმუნოდეფიციტისა და ასთმის მქონე ადამიანებისთვის აცრა აუცილებელია. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანს, აქ ცოტა ფეხს ვითრევ. უმჯობესია მას იმუნიტეტი ჰქონდეს და ზედმეტი ჩარევა არ განახორციელოთ.
აქ შეიძლება ოფიციალურ აზრს ცოტათი ვცილდები, მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ სუსტია ორგანიზმი, უნდა დავეხმაროთ, თუ ძლიერია ორგანიზმი, უნდა გავაძლიეროთ. მე მაგალითიც მინდა მოვიყვანო და თავიც მოვიწონო, დღეს დილასაც 06:00 საათზე ვიყავი აუზზე და შემდეგ ცივი შხაპი მივიღე. ბოლო 30 წელია მე ავად არ გავმხდარვარ. როგორ უნდა გავაძლიეროთ იმუნიტეტი, რა არის მთავარი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს? რევოლუციები არ მიყვარს. იმუნიტეტისათვის საუკეთესო არის გაკაჟება. შესაძლებელია აცრებიც გავაკეთოთ იმ იმედით, რომ მომავალში აღარ დაგვჭირდება. არის უამრავი წამალი, რომელსაც მეც ვნიშნავ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მაგრამ, მთავარი არის ცივი წყალი - ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს. აბაზანის შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, 2 წლის შემდეგ ტანის დაზელვა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ცივი შხაპი, რომელსაც სულ ათი წამი უნდა - დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, რა არის რესპირაციული ინფექცია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ წელიწადში 5-6-ჯერ რესპირატორული დაავადება ნორმაა, მე კი ვამბობ რომ დიახ, ასე ხშირად ხდება, მაგრამ არ არის ეს ნორმა. საბავშვო ბაღებს აბრალებენ, რომ ბავშვი ავად ხდება. დაუკვირდით, განა ყველა ხდება ავად? ზოგიერთი სულ ავად არის, ზოგიერთი კი ქარსა და სიცივეშიც კი არ ხდება ავად - ის კარგად გაკაჟებულია. სახლში წასაღები მესიჯია - თუ თქვენს შვილებს კარგად გააკაჟებთ, თქვენი პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რა წრეზე ატაროთ ბავშვი, ბიჭი ფეხბურთზე თუ ცურვაზე, და გოგონა ცეკვასა თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები თანდათანობით ნულამდე დავა. მთავარია ოპტიმისტური განწყობა. მედიცინა წინ მიდის, უამრავი გამარჯვების მომსწრე პირადად ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით.   გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/04/11-aprili-karaman-pagava.mp3"][/audio]   [post_title] => ცივი წყალი იმუნიტეტისთვის საუკეთესო საშუალებაა - ყარამან ფაღავა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => civi-wyali-imunitetistvis-sauketeso-sashualebaa-yaraman-faghava [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-04-12 17:01:43 [post_modified_gmt] => 2018-04-12 13:01:43 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=232030 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 230428 [post_author] => 23 [post_date] => 2018-04-06 12:28:50 [post_date_gmt] => 2018-04-06 08:28:50 [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ აუტიზმის შესახებ გარცელებულ ყველაზე აქტუალურ თემებსა და ცნობადობის ამაღლების აუცილებლობას დაეთმო.  რამდენად შეუძლია პლანშეტს, ტელეფონს, ტელევიზორს აუტიზმის გამოწვევა და სპექტრის ნიშნების ჩამოყალიბება; რაზეა დამოკიდებული დიაგნოზის საბოლოდ  მოხსნა  და რა შედეგები აქვთ ბავშვებს, რომლებსაც შესაბამისი თერაპია ადრეულ ასაკში დაიწყეს; რა კავშირშია მძიმე მეტალები აუტიზმთან; რა ეტაპზეა უახლესი კვლევები აუტიზმის დიაგნოსტიკასა და მედიკამენტოზური თერაპიის ნაწილში –  ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა. ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ აუისტური სპექტრის დიაგნოზმა იმატა. რეალურია ეს, თუ იმატა დროულმა მომართვიანობამ  და ხალხი პრობლემაზე ღიად ალაპარაკდა? აუტიზმთან დაკავშირებით  2010  წლის შემდეგ სტატისტიკა არ შეცვლილა.  2010 წელს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 68 ბავშვიდან ერთს ჰქონდა აუტიზმის სპექტრის აშლილობა. დღეს სტატისტიკა იგივეა, ამიტომ ასეთი დიდი შფოთვა ვფიქრობ, გადაჭარბებულია. რაც შეეხება თავად ტერმინის უფრო ხშირად გამოყენებას, კი ნამდვილად დღეს ბევრს და ღიად ვსაუბრობთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, გაცილებით მაღალია სოზოგადო აქტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით. https://www.youtube.com/watch?v=v-adOwbOJp8&feature=youtu.be როდესაც გამომწვევ მიზეზებზე ვსაუბრობთ, შირად გვემის, რომ პლანშეტი და ციფრული ტექნოლოგიები პირ კავშირშია აუტიზმთა, რეალურად რამდენად შეუძლია პლანშეტ, ტელეფონს, ტელევიზორს აუტიზმის გამოვევა და სპექტრის ნიშნების ჩამოყალიბება? როგორც წესი, ბევრი მითი ვრცელდება ხოლმე მაშინ, როდესაც არ ვიცით ზუსტი მიზეზი. აუტიზმი სწორედ ამ დიაგნოსტიკური კატეგორიების ჯგუფს მიეკუთვნება. დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ აუტიზმის წარმოშობაზე, როგორც მემკვიდრული წინასწარგანწყობისა და რისკ ფატორების ურთიერთქმედების შედეგზე.კვლევებით გამოვლენილ რისკ ფაქტორებს შორის ,რაც უნდა ბევრი ვეძებოთ ლიტერატურაში  ვერსად ვერ ვნახავთ ასე ხაზგასმით გამოყოფილ ციფრულ ტექნოლოგიებს-მოაზრებულს რისკ ფაქტორად.შესაძლებელია ციფრულ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობამ  დაამძიმოს სიმპტომატიკა,მეტად მოხდეს ინტერესთა სფეროს შევიწროვება , მეტად იზოლირდეს ბავშვი, მაგრამ ის რომ ტელევიზორმა და კომპიუტერმა“ დამართა აუტიზმი“, რაც ხშირად მომისმენია მშობლების კომენტარიდან - მხოლოდ ისტერიის ნაწილი მგონია.მეტი კვლევებია საჭირო ამ კორელაციის საფუძვლიანად შესასწავლად, რადგან დღესდღეობით მსგავსი კვლევების მნიშვნელოვანი დეფიციტია, მაგრამ რაც უკვე არის, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების და აუტიზმის ,როგორც მიზეზ- შედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ ცალსახად მითითებული ნამდვილად არ არის.საინტრესოა, რომ ბოლო პერიოდში, გაიდლაინების ტონიც შემსუბუქდა და თუკი ადრე მითითებული იყო, რომ გაჯეტი ბავშვისთვის საერთოდ არ შეიძლებოდა,ამჟამინდელი მოწოდებაა,რომ აკრძალვის ნაცვლად ეკრანთან გატარებული დრო,გონივრულად და ზომიერად გამოიყენოს. მთავარია, რა შინაარსი მიეწოდება ბავშვს. მოხსნილი დიაგნოზების შესახებ მინდა გკითხოთ, რაზეა დამოკიდებული დიაგნოზის საბოლოდ  მოხსნა  და რა შედეგები აქვთ ბავშვებს, რომლებსაც შესაბამისი თერაპია ადრეულ საკში დაიწყეს? თუ გადავხედავთ 70-იანი წლების მონაცემებს, ვნახავთ, რომ მაშინ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს დიაგნოზი მოხსნას ექვემდებარებოდა. მაშინ საუბრობდნენ, რომ ეს მდგომარეობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. 2013 წელს პირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ეს განცხადება 19 წლიანი დაკვირვების შედეგად გაკეთდა. კვლევას ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, კატერინა ლორდი ხელმძღვანელობდა. შედეგები დაიბეჭდა „ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის“ ჟურნალში (JOURNAL OF CHILD PSYCHOLOGY AND PSYCHIATRY DECEMBER 2013 Impact Factor: 6.46) აქ საუბარი იყო, რომ შემთხვევათა 9%-ში შესაძლებელია დიაგნოზი მოიხსნას. ამავე პერიოდში დებორა ფეინი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, პირველად იწყებს საუბარს „ოპტიმალურ გამოსავალზე“. ოპტიმალური გამოსავალი არის მდგომარეობა, რომელსაც მაღალი ინტელექტის მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანი აღწევს. ამ დროს იმდენად მსუბუქდება აუტიზმის სპექტრის აშლილობის სიმპტომები, რომ ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში  ხელი არ ეშლება. ცხადია შეიძლება რჩებოდეს სხვა პრობლემა, მაგალითად პრაგმატული ენის დარღვევები,  იმპულსურობა, შფოთვა, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა. დღეს თავისუფლად ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია დიაგნოზის მოხსნა.ძალიან  დიდ პროფესიონალიზმს და საკითხის ყოველმხრივ ცოდნას მოითხოვს „ოპტიმალური გამოსავლის“  დადგენა და ბავშვისა და მოზარდისთვის სერვისების შეწყვეტა.ერთია, როდესაც ადრეულ ასაკში დაწყებული თერაპიის ფონზე ვიღებთ სასურველ შედეგს სოციალურ- კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესების კუთხით და მეორეა ოპტიმალური გამოსავალი თავისი სერვისების შეწყვეტით.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუტიზმის სპექტრის დროს ბავშვებს თავისი სიმძიმისა და განვითარების მხრივ უნდა მივაწოდოთ თერაპიული სერვისი და სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა განვითარების დონეზე ეს მეთოდები და სპეციალისტები სხვადასხვაა და მულტიდისციპლინური. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დიაგნოზის მოხსნა არ არის მარტივი. დიაგნოზის მოხსნა არ ხდება 2-3 წელიწადში, ეს მრავალწლიანი დაკვირვების შედეგია. თქვენ გამოაქვეყნეთ ორი ძალიან საინტერესო ბლოგი უახლესი კვლევების შესახებ, სადაც სისხლის ანალიზის მიხედვით აუტიზმის დიაგნოსტიკასა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტოზური თერაპიის ჩართვაზე იყო საუბარი 2018 წლის თებერვალში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ( FDA), ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად, დაიწყო სერიოზული კვლევების ციკლი მედიკამენტზე, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეყურებს.2020 წლისთვის დაიდება საბოლოო შედეგები, რამდენად მნიშვნელოვნად შეუძლია მედიკამენტმა გააუმჯობესოს სოციალურ- კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს.გამოცდის პირველი ეტაპი მედიკამენტმა ზრდასრულებზე უკვე გაიარა, ახლა საუბარია იმაზე, რომ ის ბავშვებსა და მოზარდებზე გამოიცადოს და დადასტურდეს მისი ეფექტურობა.ამ დრომდე არავინ   იცის, თუ რა მექანიზმით მუშაობს ის. არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც წინა კვლევა. დიდი ბრიტანეთისა და ბოლონიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა გამოიკვლიეს 35 ტიპური განვითარებისა და 31 აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და შეადარეს მათი სისხლისა და შარდის ანალიზები. აღმოჩნდა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების სისხლი შეიცავდა დიდი რაოდენობით დაზიანებული ცილის დაშლილ პროდუქტს- დითიროზინს , ტიპური განვითარების  ბავშვების სისხლთან შედარებით.ადრეა ჯერ საუბარი იმაზე, რომ ეს პროდუქტია სწორედ ეტიოლოგიური ფაქტორი- აუტიზმის და მკვლევარები თვითონ ბევრს საუბრობენ კვლევის ნაკლოვანებებზე,მაგრამ ვფიქრობ,რომ მაინც ძალიან საინტერესო კვლევაა. კიდევ ერთი პოპულარული თემა არის მძიმე მეტალები და მათი გავლენა აუტისტური სპექტრის აშლილობზე ... ვფიქრობ, რომ მხოლოდ მძიმე მეტალების კონცენტრაციის მატება სისხლში, რომ განაპირობებდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობის ესოდენ მრავალფეროვან კლინიკას, ძალიან ადვილად დასამტკიცებელი იქნებოდა ეს ფაქტი მეცნიერთა მიერ,თმითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა რაოდენობის ფინანსები და ადამიანური რესურსი იხარჯება აუტიზმის სპექტრის აშლილობის ეტიოლოგიური ფაქტორის ძიებაზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ექმნებათ პრობლემები ბაღში, რეალურად როგორი უნდა იყოს გარემო ამ დროს ბავშვებისთვის და არის თუ არა საჯარო  ბაღები სოციალური უნარების განვითარებისთვის კარგი ადგილი? ბავშვები, რომლებსაც აუტიზმის სპექტრის აშლილობა ან ნებისმიერი ტიპის განვითარების დარღვევა აქვთ, უნდა იზრდებიდნენ და ვითარდებიდნენ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთან ერთად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, რომლის მთავარი ნიშნებიც არის კომუნიკაციის და სოციალიზაციის დეფიციტი, თუ არ დავეხმარებით მას ბავშვებთან ინტეგრირებაში ძალიან დიდხანს დაკავდება მისთვის სასურველი აქტივობით, იზოლირებულად ითამაშებს და ვერ მივიღებთ იმ მნიშვნელოვან ეფექტს, რისთვისაც მიგვყავს ბაღში ბავშვი.ვფიქრობ , რომ ინფორმირებული კადრების დეფიციტი ნამდვლად არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ პედაგოგები არ ცდილობენ, უბრალოდ სასურველია მეტი დრო  ეთმობოდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის უნარების განვითარებას პროფესიულ წრეებში.ასევე მშობელს შეგვიძლია მივცეთ  რჩევა: თუ არის შესაძლებლობა ბავშვის ბაღისთვის მოსამზადებლად, მე ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას: ჯერ დავიწყოთ ქცევითი თერაპია, მეტად მიმღები გავხადოთ ბავში სწავლებისადმი ,ჩამოვაყალიბოთ საწყისი სოციალური უნარები, ვიმუშაოთ იმიტაციის უნარზე,ჩამოვაყალიბოთ მარტივი ინსტრუქციული კონტროლი და შემდეგ უფრო მარტივად მოხდება მისი ბაღში ადაპტირება, თუ ამის არც ტექნიკური, არც ფინანსური შესაძლებლობა არ არსებობს, რა თმა უნდა სახლში დასმას, სჯობს, რომ მიიყვანოს ბაღში. ქცევითი პრობლემები, ყურადღების დეფიციტი, დაგვიანებული მეტყველება, ჰიპერაქტიულობა - ეს ის ხშირი სიმპტომებია, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებში თითქმის ყველა ნაბიჯზე გვხვდება. სად გადის ზღვარი აუტიზმსა და სხვა ტიპის განვითარების ეტაპების შეფერხებას შორის და რა დროს გვჭირდება ფსიქოლოგის დახმარება? სწორედ ამის გამო ხშირია დაგვიანებით მომართვა, რადგან მშობელი ფიქრობს, რომ ის რაც მის შვილს ახასიათებს, აღენიშნებათ სხვა ბავშვებსაც. შესაძლოა, სიმპტომები ერთნაირი იყოს, აქ საუბარია სხვადასხვა სფეროებში სირთულეების ერთობლიობასა და ინტენსივობაზე და ფუნქციონირების დონის დარღვევაზე.  შესაძლოა, ყველა ბავშვი აწყობდეს მწკრივში სათამაშოს, მაგრამ მისთვის სათამაშოს გამოყენება მხოლოდ ასეთი სტერეოტიპული მიდგომით თუკი შემოიფარგლება, ეს პრობლემაა. შეიძლება ბავშვი არ ლაპარაკობდეს,მაგრამ დავალების შესრულებაში მას ხელს რა უშლის. თუკი არ მეტყველებს ბავშვი, მიმიკა-ჟესტებით უნდა ჩაანაცვლოს  მეტყველების დეფიციტი. თუკი ბავშვი ბევრს ტრიალებს, ირიბი მზერით აკვირდება საგნებს, აქვს უმიზეზო სიცილის ეპიზოდები, ახასიათებს სიხარულის დროს მოჭარბებული მოძრაობები - რა თქმა უნდა, ეს არ არის ტიპური განვითარების ნიშნები. რომ შევაჯამოთ -ბავშვს,  რომელსაც  არ უჩნდება სურვილი მშობელს გაუზიაროს სიხარული, ან რომელსაც აქვს მზერითი კონტაქტის,  სოციალური ღიმილის დეფიციტი, არ რეაგირებს სახელით დაძახებაზე, სიხარულზე, აქვს მოჭარბებული მოტორული აქტივობა - ამ სიმპტომებზე მშობელმა ადრეულ ასაკში უნდა გაამახვილოს ყურადღება და მიმართოს სპეციალისტს. გადაცემის ლაივი LIVE გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/04/EKIMEBI-4-APRILI-MEDEA-ZIRAKASHVILI-1.mp3"][/audio] [post_title] => შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დიაგნოზის მოხსნა – მედეა ზირაქაშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => shesadzlebelia-tu-ara-autizmis-diagnozis-mokhsna-medea-ziraqashvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-04-06 12:29:20 [post_modified_gmt] => 2018-04-06 08:29:20 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=230428 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 234036 [post_author] => 23 [post_date] => 2018-04-19 14:16:47 [post_date_gmt] => 2018-04-19 10:16:47 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ თემას მიეძღვნა, როგორიცაა ბავშვის სწორი ზრდა-განვითარება, მასთან დაკავშირებული პრობლემები და ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები. როგორ ამოვიცნოთ ტკივილი ადრეული ასაკის ბავშვებთან,  სასურველია თუ არა ბავშვის ფიზიკური დატვირთვა ადრეულ ასაკში და რომელი სპორტის სახეობაზე სჯობს არჩევანის გაკეთება, არის თუ არა  ფიგურული სრიალი ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების „ეფექტური წამალი“, რამდენად მოქმედებს ჰალოთერაპია ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე – ამ და სხვა საინტერესო თემაზე გადაცემაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პროფესორმა, ექიმმა-რევმატოლოგმა, თინათინ კუტუბიძემ ისაუბრა.  პირველ რიგში მინდა გკითხოთ ტკივლის შეგრძნებაზე ბავშვებში, როგორ ამოვიცნოთ სტკივა თუ არა რამე ბავშვს, როცა ის უმიზეზოდ ტირის?  ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. ტკივილი ეს ის სასიგნალო ნიშანია, რომლითაც თქვენი პატარა გაძლევთ ნიშანს, რომ მას რაღაც უჭირს. ტკივილი სხვადასხვანაირი ტიპის, სიძლიერისა და ლოკალიზაციის არის. ბავშვი ტკივილს სხვადასხვანაირად გამოხატავს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, ნამდვილად სტკივა მას თუ არა, რადგან ცოტა მოზრდილი ბავშვები ყურადღების მიქცევასაც ცდილობენ. ტკივილი არის აფერენტული რეფლექსი, რომლითაც ორგანიზმი პრობლემის შესახებ გამცნობთ. ის შეიძლება იყოს მწვავე, შედარებით ყრუ, ან ქრონიკული. პატარა ბავშვებში ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება არის ჭირვეულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, უარი საკვების მიღებაზე. პირველი რეაქცია, რომელიც მომვლელს აქვს, არის ის, რომ ბავშვს რაღაც სჭირს.მოზრდილი ასაკის ბავშვები სწავლობენ ტკივილის ლოკალიზაციის მითითებას და აღწერას.
პედიატრთან მიმართვიანობის მესამედი ტკივილს უკავშირდება. რევმატოლოგებთან მოდიან ბავშვები, რომლებსაც სტკივათ სახსრები. ჩვენ ვინტერესდებით, როდის სტკივათ, უშლის თუ არა ტკივილი ყოველდღიურ აქტივობაში ხელს და ა.შ. ამერიკის პედიატრთა აკადემიამ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შეიმუშავა ე.წ. ტკივილის შეფასების შკალა, სადაც ნახატებია გამოსახული და ბავშვი აღწერს, რომელი უფრო შეესაბამება მის ტკივილს.
ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ლოკალიზაციის და თვისობრიობის: შეიძლება იყოს მწვავე, მოვლითი ან დუნე ხასიათის. მაგალითად, თუ მოვიდა პატარა სახსრის ტკივილით, ვინტერესდებით, ხომ არ ახლავს თან ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ზედა სასუნქთი გზების ინფექცია და ა.შ. ტკივილი შეიძლება იყოს იზოლირებული სიმპტომი, ასევე ანთებითი პროცესის გამოვლინების ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ყველა კითხვა საჭიროებს ხოლმე შეფასებას და სხვადასხვა ეტაპზე გარკვეულ წილად პასუხის გაცემას. ყოველთვის საგანგაშოა თუ არა ტკივლი და რა დროს არის აუცილებელი ექიმის კონსულტაცია? შესაძლებელია ტკივილი იყოს მოვლითი ხასიათის და ძალიან სწრაფად გაიაროს. დედა უნდა დააკვირდეს ბავშვს, გაიარა ტკივილმა, თუ ის მეორდება. თუკი ბავშვი მიუთითებს ლოკალიზაციას, უნდა დავაკვირდეთ, რა სიხშირით მეორდება ტკივილი. თუკი ტკივილის დროს შეეცვალა ბავშვს ხასიათი, მოყვა ტემპერატურული რეაქცია, მოითენთა და ა.შ. ეს უკვე საგანგაშოა და დაუყონებლივ უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს. ექიმები ხშირად გვირჩევენ, რომ საჭიროა მეტი ფიზიკური აქტივობა და ნაკლები  დრო გაჯეტებთან... რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი სპორტზე, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას? ცხოვრების თანამედროვე წესმა, რომელიც ჩვენს ბავშვებს ჩამოუყალიბდათ, გამოიწვია ის, რომ ბავშვები არიან ნაკლებად აქტიურები. დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ ადამიანი ფიზიკურ აქტივობას ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს. ჯანმრთელობაზე საუბარს ჩანასახიდანვე ვიწყებთ. აქ საინტერესოა ისიც, რომელი ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზეა საუბარი - ჯანმრთელ ბავშვზე, თუ ბავშვზე, რომელსაც რაიმე სხვა ქრონიკული პრობლემა აქვს. აქ პრინციპულად განსხვავებული მიდგომაა. არსებობენ ბავშვები იუვენილური იდიოპათიური ართრიტებით. წინათ მიიჩნეოდა, რომ მათი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა, ახლა კი პირიქით, ამბობენ, რომ ისინი ფიზიკურად აქტიურები უნდა იყვნენ.
მივყვეთ თავიდან - თუკი ბავშვი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, ასაკიდან გამომდინარე დატვირთვა განსხვავებულია. სკოლამდელი ასაკის ბავშვი უნდა მიეჩვიოს თანატოლებთან თამაშს, გუნდურობას. უკვე შემდეგ შეიძლება საუბარი ინდივიდუალურ სპორტზე, მაგალითად ცურვაზე, რომელიც უნივერსალური სპორტია და 4-5 წლიდან უკვე შესაძლებელია ბავშვი დაკავდეს მისით. ძალიან კარგია ცურვა ძვალ-სახსროვანი სისტემის ადეკვატური განვითარებისათვის. ამერიკის პედიატრიული აკადემიის რეკომენდაციით, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დატვირთვის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ ერთი საათი. აშშ-ში 2006-2009 წლებში ჩატარდა კვლევა და 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების შესწავლა მოხდა. დადგინდა, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან და კლებულობს მისი ფიზიკური აქტივობა. 15 წლამდე ასაკის ბავშვების აქტივობა სამუშაო დღეებში, 40-50%-ში 60 წუთს შეადგენს, უქმეებზე კი აქტივობა იკლებს და 50 წუთზე ნაკლებია. რაც შეეხება სპორტულ დატვირთვას, დღეს ბევრი ბავშვი პრაქტიკულად პროფესიონალური სპორტით არის დაკავებული.
მინდა მშობლებს მივცე რეკომენდაცია - მანამ, სანამ ბავშვს სერიოზული სპორტით დააკავებენ, გაიროს სამედიცინო შემოწმება, რადან 3-4 საათი ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. 12 წლის ასაკიდან ხშირად ჩნდება ე.წ. შლატერის დაავადება და ეს ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს ორივე მუხლში ძლიერი ტკივილი აქვს, აუცილებლად მიიყვანეთ ის ტრავმატოლოგთან. ამბობენ, რომ ფიგურული სრიალი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს.. ყველანაირი ადეკვატური სპორტული დატვირთვა ემსახურება იმუნური სისტემის გაძლიერებას, მათ შორის ფიგურული სრიალი. სანამ მეზობლებისა და ნათესავების რჩევებს გავითვალისწინებთ, ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია. ნამდვილად პოპულარული ხდება ბოლო დროს ფიგურული სრიალი. ყველა ის აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქი კუნთების გაძლიერებასთან და ფილტვის სასიცოცხლო ტევადობას ზრდის, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მათ შორის ფიგურული სრიალი ნამდვილად არის მოწოდებული სასუნთქი გზების სისტემის დაავადებების პრევენციისათვის. ასევე, ძალიან პოპულარული ხდება ჰალოთერაპია. აქვს თუ არა ამ ტიპის მკურნალობას რაიმე ეფექტი თუ ეს კომერციის ნაწილია? ჰალოთერაპია ალტერნატიული მედიცინაა. იყო გარკვეული კვლევები ჩატარებული, რომ მარილის კრისტალოიდები გარკვეულ დადებით ეფექტს ახდენს სასუნთქ სისტემაზე. იმას, რასაც ევიდენსური მედიცინა ქვია, ამის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში არის ჰალოთერაპიის შესახებ გარკვეული გამოცდილება დაგროვებული და აქვს არსებობის უფლება. მე როგორც ექიმი, ჰალოთერაპიას ალტერნატიული მედიცინის კუთხით შევხედავდი, რადგან სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობის უამრავი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორის ტრადიციული. შემდეგი თემა ასევე ბავშვის ზრდა–განვითარებას ეხება, როდესაც მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი მის თანატოლებ სიმაღლით ჩამორჩება, იწყებენ სხვადასხვა პროდუქტების მიცემას. მართალია თუ არა, რომ მაგალითად ჭარხლის წვენმა შეიძლება სიმაღლეში ზრდა გამოიწვიოს? ბავშვის წონისა და ზომის შესაფასებელ სპეციალური შკალები არსებობს. სიმაღლეს უპირველეს ყოვლისა განაპირობებს გენეტიკა და გარემო ფაქტორები ადეკვატურ მოვლასთან ერთად. ბავშვმა ყველა მიკროელემენტი და ნუტრიენტი საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღო. მას ესაჭიროება ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ადეკვატური რაოდენობით. სპორტი ერთ-ერთი ხელშემწყობია მისი ზრდა-განვითარებისა. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დიდი რაოდენობით გვაქვს ხილი და ბოსტნეული და ბავშვმა ისინი სწორედ ასეთი სახით უნდა მიიღოს. მიმართეთ პედიატრსა და ენდოკრინოლოგს, რომელმაც უნდა შეაფასოს ბავშვის ძვლოვანი ასაკი და გადაწყდეს, ესაჭიროება თუ არა რაიმე სხვა დამატებითი ჩარევა სამედიცინო თვალსაზრისით. თუ მან ადეკვატურად მიიღო ყველა ის საკვები, რომელიც მას ესაჭიროება, აღარ არის დანამატების მიღება რეკომენდებული. თუ გენეტიკის მიუხედავად, სიმაღლეში საგრძნობი ჩამორჩენაა,  შეიძლება თუ არა ეს იყოს ფიზიოლოგიური პროცესი და არ საჭიროებდეს კონსულტაციას, თუ ყოველთვის სჯობს მივმართოთ სპეციალისტს? უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების თავისებურებები. ხშირად ყველაფერს ვაძლევთ ბავშვს, მაგრამ ის მაინც ჩამორჩება სიმაღლეში. არსებობს გლუტენის აუტანლობა, ცელიაკია, ან თუ ანემია აქვს ბავშვს, ის ყოველთვის ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, უნდა გამოვრიცხოთ ყველა ასეთი დაავადება. როდესაც ვსაუბრობთ რევმატიულ დაავადებებზე, რა ტიპის დაავადებებია ყველაზე მეტად გავრცელებული და რა იწვევს მათ? ბავშვთა რევმატიული დაავადება უამრავია. ეს არის ე.წ. ავტოიმუნური დაავადებების ჯგუფი, როდესაც ორგანიზმი ანტისხეულს თავისი საკუთარი ქსოვილების საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები უცნობია. ყველაზე ხშირია იუვენილური იდიოპათიური ართრიტები, ანუ სახსრების ანთება, რომელსაც გარკვეული მიზეზი არ აქვს, ასევე არსებობს სისტემური ვასკულიტები, სისტემური წითელი მგლურა და ა.შ. ყველაზე გავრცელებულია ართრიტი, ანუ სახსრის ანთება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები არ ვიცით, მაგრამ არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლებიც შეიძლება ხელშემწყობი ფაქტორი იყოს, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების შემდეგ განვითარებული ართრიტები, ან ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული გენეზის ინფექცია, რომელიც რევმატიულ ცხელებას, ან გულის რევმატიულ დაზიანებას იწვევს. რევმატიული დაავადებები არის ძალიან დიდი ჯგუფი დაავადებებისა, რომლებსაც მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ კარგად ექვემდებარებიან მკურნალობას. ძალიან ხშირად სახსრების ტკივილით ვლინდება, მაგრამ არსებობს დაავადებები ისეთი მიმდინარეობით, როგორიც არის ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყალიბდება სახსროვანი კომპონენტი, ან შეიძლება საერთოდ არ იყოს სახსრების ტკივილი.   გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/04/18-aprili-tika-kutubidze.mp3"][/audio] [post_title] => რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი სპორტზე და რომელია სპორტის უნივერსალური სახეობა  - თინათინ კუტიბიძის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ra-asakidan-unda-vatarot-bavshvi-sportze-da-romelia-sportis-universaluri-sakheoba-tinatin-kutibidzis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-04-20 12:31:05 [post_modified_gmt] => 2018-04-20 08:31:05 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=234036 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 70 [max_num_pages] => 24 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => c451c34a191363e20ba7c413344628ae [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები