LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი წითელი ფერი შევარჩიოთ საახალწლო საღამოსთვის – ტატუნა ნიკოლაიშვილი გვირჩევს

530

დიზაინერი ტატუნა ნიკოლაიშვილი გვამარაგებს რჩევებით,როგორ შევიმოსოთ საახალწლო საღამოს და როგორია 2016 წლის მოდური ტენდენციები.

ტატუნა:

2016 წლის ფერია წითელი, ოღონდ არა ყველანაირი, უფრო ყავისფრისკენ წასული და არა ბორდოსფერი, ღია წითელი, ნარინჯისფერი, სტაფილოსფერისკენ წასული, და ასევე ცისფერი და მისი ტონალობები. აგრეთვე შეგვიძლია, პრიორიტეტულ ფერად დავასახელოთ ბეჟი ტონალობებიც, გამორჩეულად ხორცისფერი.

სილუეტი – ტანთან ახლოს, მომდგარი კაბები და ქვედაბოლოებია აქტუალური და არა დიდი ზომის. შესაძლოა, მოირგოთ ამ სტილის კაბა და ზემოდან მოიცვათ მამაკაცური სტილის პიჯაკი, ოდნავ დიდი ზომის.

რაც შეეხება აქსესუარებს, ჩემი აზრით, აქ გემოვნებაა გადამწყვეტი და არა ტენდენციები, მაგალითად, მე ჩანთებში კლასიკა მიყვარს და სამკაულებშიც, თუმცა 2016 წელს დიდი მოცულობის ჩანთები და დიდი აქსესუარებია მოდური.

ფეხსაცმელი – ბოლო პერიოდი მოდური იყო კლასიკური სტილის ფეხსაცმელი, წვრილ ქუსლზე, წვრილი ცხვირით, ახლა კი აქტუალურია სქელ ქუსლზე ასეთივე ფეხსაცმელი. ასევე მოდაში დაბრუნდა ბოტფორდი, ოღონდ არა ტყავის, არამედ ქსოვილისგან. ძალიან მოდურია ჭრელი ბოტფორდიც. თუმცა ის უნდა მოირგონ მაღალმა და გამხდარმა გოგონებმა, ყველა ვერ მოიხდენს. საერთოდ, მივესალმები იმის ჩაცმას, რაც გიხდებათ და არა იმის, რაც მოდაშია.

ის, რაც არ მომწონს ქართველების ჩაცმულობაში – არ მომწონს, როცა შავ ფერს ატარებენ მასიურად. ვერ გადავეჩვიეთ ამ ფერს. ჩემთან, სახელოსნოშიც, ყველაზე მეტად შავი ქსოვილი გვეხარჯება, ჰგონიათ, რომ ახდუნებს, კი ბატონო, უფრო პრაქტიკულია, მაგრამ ძალიან ბევრია შავია (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები