LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ახალი მეტროსადგური? (ვიდეო, ფოტო)

126

თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა. მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

მოქალაქეებს ახალი მეტროსადგურით სარგებლობა 5 საათიდან შეუძლიათ.

მას ოთხი ამოსასვლელი აქვს, სადგურში დაყენებულია სპეციალური კლიმატკონტროლი და მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემა, ეს კი მეტროთი გადაადგილებას უფრო კომფორტულს ხდის.

ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით.

“იმედი მაქვს, სადგური „უნივერსიტეტი“, გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, რაც დამეთანხმებით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, დედაქალაქის სტუმრებისთვის. თბილისის მერიამ ეს პროცესი აქტიურად დაიწყო – უკვე მოდერნიზდა და გარემონტდა ჯამში 44 ვაგონი, ასევე განახლდა 3 მეტროსადგური, ხოლო 3 განახლების პროცესშია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მეტროსადგურ “უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოები მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ესპანურმა კომპანიამ, „კობრა ასიგნიამ“შეასრულა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს განხორციელებული. მშენებლობაზე 2 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

84-მილიონიანი ინვესტიცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ამის გარდა, წელს ტრანსპორტის თვალსაზრისით, დედაქალაქში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. თბილისში შემოვიდა 143 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი.

ასევე, 1970-იანი წლების შემდეგ, პირველად აშენდა, ასევე ევროსტანდარტების შესაბამისი, მუნიციპალური ავტობაზა; ამოქმედდა კუს ტბის საბაგირო გზა…

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები