LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ბიზნესკომპანიების მდგომარეობა 2016 წელს?

110

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბიზნეს კატალოგ Bia.ge– ზე სულ 31 000 -ზე მეტი კომპანია ფიქსირდება, აქედან მოქმედი 22 000–მდე იურიდიული პირია.

ბიას  ბიზნეს კატალოგში 2016 წელს ბაზის 90% სრულად  განახლდა. აქედან ამ დროისთვის კომპანიების 83% ფუნქციონირებს. ხოლო  საქმიანობა კომპანიების 17%–მა შეაჩერა.

განახლებული კომპანიების გადანაწილება ზომების მიხედვით bia.ge-ზე შემდეგნაირია:

  • მცირე ზომის კომპანია ფიქსირდება 71 %
  • საშუალო ზომის კომპანიების შეადგენს ბაზის 21 %–ს
  • და მსხვილი ზომის კომპანიები ბაზის 8 %–ს შეადგენს

საქმიანობის კატეგორიის მიხედვით – ყველაზე მეტი კომპანია შემდეგ კატეგორიებში განახლდა:

  • სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება – კომპანიების 26 % სწორედ აღნიშნულ დარგზე მოდის.
  • კომპანიების 16 % კვების პროდუქტების დარგში განახლდა
  • საოფისე და საოჯახო საქონლის დარგში კომპანიების 9 %
  • მედიცინა, სილამაზედასპორტის დარგში განახლებული კომპანიების 8,5 % ფიქსირდება
  • სოფლის მეურნეობის დარგში კომპანიების 6 %

ეს არის სწორედ ის დარგები სადაც კომპანიების ძირითადი ნაწილი არის დასაქმებული.

ბიას  მონაცემთა ბაზაში 2016 წელს სულ მოქმედი 5000–მდე ახალი კომპანია დაემატა. დამატებული კომპანიების ზომების მიხედვით გადანაწილება bia.ge-ზე შემდეგნაირია:

  • მცირე ზომის კომპანიებს შეადგენს– 91%
  • საშუალო ზომის კომპანიებს შეადგენს – 8 %
  • ხოლო მსხვილი ზომის კომპანიებს შეადგენს მხოლოდ 1 %

ბიას მონაცემთა ბაზაში ახალი დამატებული კომპანიების დაახლოებით 30%–ს შეადგენს სწორედ 2016 წელს დარეგისტრირებული ახალი კომპანიები

ახალრეგისტრირებული კომპანიების ზომების გადანაწილებაbia.ge-ზე შემდეგნაირია

  • ახალრეგისტრირებული კომპანიებიდან მცირე კომპანიებს შედგენს 96 %
  • საშუალო ზომის კომპანიები არის  3%
  • ხოლო მსხვიილი ზომის კომპანები 2016 წელს რეგისტრირებულ ორგანიზაციებში არის მხოლოდ 1%

საქმიანობის კატეგორიის მიხედვით – ყველაზე მეტი კომპანია შემდეგ კატეგორიებში დაემატა:

  • კვების პროდუქტების კატეგორიაში დაემატა კომპანიების – 21 %
  • სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონების დარგშიც ასევე 21 %
  • მედიცინა, სილამაზე და სპორტში კომპანიების 10 % დაემატა
  • სოფლის მეურნეობის დარგშიც კომპანიების 10 % დაემატა
  • საოფისე და საოჯახო საქონელი – აღნიშნულ კატეგორიაში კომპანიების 8 % დაემატა
  • რესტორნები, ბარების კატეგორიაშიც – 8 %
  • ხოლო კომპანიების 7 % ტურიზმის დარგში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები