LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია კომპანიების რეგიონული განაწილების სტატისტიკა?

163

ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 21 500-მდე ფუნქციონირებადი კომპანია, თუმცა მონაცემები ყოველთვიურად იცვლება და ფუნქციონირებადი კომპანიების რაოდენობაც იზრდება.

„ბიას“ინფორმაციით,  ბიზნეს კატალოგში რეგიონული განაწილება შემდეგი სახისაა: ფუნქციონირებადი ორგანიზაციების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, სადაც 14 000–მდე ფუნქციონირებადი ორგანიზაციაა. მას მოსდევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც 2 400–მდე ორგანიზაცია ფუნქციონირებს, ხოლო  მესამე პოზიციაზეა იმერეთი, სადაც რეგისტრირებულია 1 600–მდე კომპანია.

„ბიას“ ბიზნეს კატალოგის მიხედვით, მსხვილი კომპანიების გადანაწილების შემთხვევაში, ყველზე მეტი – 900-მდე მსხვილი კომპანია თბილისში ფუნქციონირებს, 100–მდე აჭარაში, რასაც უკვე სამეგრელო–ზემო სვანეთი მოსდევს, 50 მსხვილი კომპანიით.

ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოში რეგიონის პროცენტულ მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, მონაცემები შემდეგი სახისაა: 21 500 ორგანიზაციიდან, თბილისში კომპანიების 54 %, მცხეთა–მთიანეთი–12%, აჭარა–11%, იმერეთი–7%, ქვემო ქართლი–4% , სამეგრელო ზემო სვანეთი–3.5%, კახეთი–3%, შიდა ქართლი–3% , სამცხე–ჯავახეთი–1.5%, გურია–1%, რაჭა–ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი–0.3% ფუნქციონირებს.

ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, დარეგისტრირებული კომპანიების მაჩვენებელი იზრდება თითქმის ყველა რეგიონში. ბიზნეს კატალოგში რეგისტრირებული ფუნქციონირებადი კომპანიების 23%–ს სწორედ 2015 წლის შემდეგ რეგისტრირებული ახალი კომპანიები შეადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები