LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია თმის გადანერგვის საუკეთესო მეთოდები

172

12 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ თმის ცვენის პრობლემას დაეთმო. როდის და რატომ უნდა მივმართოთ თმის ცვენისას სპეციალისტს, როგორც გავმიჯნოთ რა სახის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე, რას გულისხმობს ტერმინი თმის გადანერგვა, როგორ მიმდინარეობს პროცედურა და რა შედეგებია ამ მხრივ საქართველოში – ამ და სხვა საინტრესო თემებზე დღეს ნატა ხარაშვილის გადაცემაში კლინიკა „თალიზის“ პლასტიკურმა ქირურგმა ეკა ყანდიაშვილმა ისაუბრა.

 ქალბატონო ეკა, დავიწყოთ გადაცემა კლინიკის ისტორიით, რამდენი ხანია რაც „თალიზი“ არსებობს ქართულ ბაზარზე და ამ დროის მანძილზე როგორია მიღწეული შედეგები?

 კლინიკა „თალიზი“ დაარსდა 1998 წელს. მას შემდეგ კლინიკაში 10 000-ზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული. პირველი ოპერაცია 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს კი უფრო რთული ოპერაცია შეგვიძლია 3-4 საათში გავაკეთოთ. კლინიკა „თალიზი“ პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში. კლინიკიდან გასული პაციენტი აუცილებლად თავდაჯერებულია. ზოგადად, თმის გადანერგვის ოპერაცია მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, მაგალითად აშშ-ში წელიწადში 300 000-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ტარდება.

 რა არის თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რა როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი და  ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები?

 თმის ცვენის რამდენიმე ტიპი არსებობს და ყველა მათგანს თავისი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირი არის ანდროგენული ტიპის თმის ცვენა. ანდროგენული ტიპის თმის ცვენას იწვევს მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის დამთრგუნველი მოქმედება შუბლისა და თხემის არეებში არსებულ თმის ფოლეკულებზე. ჰორმონების მოქმედებით, ეს ფოლეკულები თანდათან გაიწოვებიან და იღუპებიან. ჰორმონალური ფონი ახასიათებს ყველა მამაკაცს, თუმცა იღუპებიან ის ფოლეკულები, რომლებიც გენეტიკურად არიან მიდრეკილნი თმის ცვენისკენ.

ვისაუბროთ იმ ძირითად მეთოდებზე, რასაც კლინიკა „თალიზი“ პაციენტებს სთავაზობს

არსებობს ორი სახის მკურნალობა, ოპერაციული და არაოპერაციული. როდესაც აგრესიულად მიმდირებს თმის ცვენა, მკურნალობა ოპერაციულია და ხდება კეფაზე ჯანსაღი თმის ძირების მოძიება და გამელოტებულ ადგილებზე ჩანერგვა. როდესაც პაციენტს დიფუზური ცვენა აწუხებს და არ აქვს თმის ცვენის კონტურები შემოსაზღვრული, მას მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება. რჩევა და გადაწყვეტილება ჩვენ უნდა შევთავაზოთ პაციენტს, ის თავად ვერ განსაზღვრავს, რა სახის მკურნალობა სჭირდება მას.

რა ეტაპის გავლა უწევს პაციენტს ოპერაციამდე და როგორ მიმდინარეობს ის?

ოპერაცია ძალიან ადვილად გადასატანია, კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და მოიცავს სამ ეტაპს: პირველი ეს არის მიკროხვრელების ფორმირება, მეორე გახლავთ ჯანსაღი ფოლეკულების მოძიება კეფის არეში და მესამე ეტაპი გახლავთ მოძიებული ფოლეკულების ჩანერგვა შემელოტებულ ადგილებში. პროცედურას სულ სამი-ოთხი საათი სჭირდება. შედეგი შვიდი–რვა თვის შემდეგ დგება, რადგან ფოლეკულების ამოსვლა იწყება ორი თვის შემდეგ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სახლში მიდის. რაც შეეხება დიფუზურ ცვენას, საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა. კეთდება პლაზმოლიფტინგი, რომელიც თვეში ერთხელ. იფილტრება ვენიდან აღებული სისხლი, ის შეიცავს უხვი რაოდენობით ვიტამინებსა და ამინომჟავებს, სულ 3-4 კურსია საჭირო. არაჩვეულებრივია მეზოთერაპია, კეთდება ინექციის სახით კვირაში ორჯერ 2-3 კვირის განმავლობაში. პაციენტებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ.

დამოკიდებულია თუ არა შედეგი ადამიანის  თმის სტრუქტურაზე?

დიახ, რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია.

აქვს თუ არა შედეგისთვის მნიშვნელობა, რამდენად დროულად მოვა პაციენტი თქვენთან?

არსებობს სიმელოტის შვიდი ხარისხი. პირველიდან მეხუთე ხარისხის ჩათვლით არაჩვეულებრივ შედეგებს ვიღებთ, კეფის არეში მარაგიც ბევრია და შედეგიც შთამბეჭდავია. როდესაც საუბარია მეექვსე-მეშვიდე ხარისხის სიმელოტეზე, გადასანერგი ფართობი დიდია, რესურსი კეფის არეში კი ცოტაა, ამიტომ პაციენტებს ვაფრთხილებთ, რომ შეიძლება დასჭირდეთ განმეორებითი ოპერაცია, რაც გულისხმობს ფოლეკულების მოპოვებას სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, სადაც არის მდგრადი ჯანსაღი თმის ფოლეკულები. თუმცა, ყველაზე კარგი მაინც კეფის არეში არსებული ფოლეკულებია.

იმატა თუ არა მომართვიანობამ?

დიახ, რა თქმა უნდა. ადრე ქართველ მამაკაცებს ესირცხვილებოდათ კიდეც კლინიკაში მოსვლა. ახლა ისეთივე აქტუალურია თმის გადანერგვა, როგორც სტომატოლოგთან იმპლანტის გაკეთება. ახლა ამ წუთებში, როდესაც ჩვენი ეთერი მიმდინარეობს, „თალიზში“ ტარდება ოპერაცია, რომელსაც ავსტრალიელი და ამერიკელი ექიმები ესწრებიან. ისინი ჩვენს კლინიკაში ტრენინგის კურსს გადიან და ვფიქრობ, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი.

როგორ გრძელდება ცხოვრება გადანერგვის შემდეგ და სჭირდება თუ არა თმას განსაკუთრებული მოვლა?

ადამიანის ცხოვრება ისევე გრძელდება გადანერგვის შემდეგაც, როგორც მანამდე. არანაირი განსაკუთრებული მოვლა არ არის საჭირო.

„თალიზი“ არის პირველი კლინიკა, რომელიც გრძელი თმის გადანერგვას სთავაზობს პაციენტებს…

თმის გადანერგვის დროს ხდება თმის ღერების შემოკლება 1 მილიმეტრამდე, რომლებიც შემელოტებულ ადგილებში უნდა გადმოვიტანოთ, შესაბამისად, გადანერგვის არეში თმა არც კი ჩანს. გრძელი თმის გადანერგვა ნიშნავს იმას, რომ არ ხდება ღერების შემოკლება და პაციენტი უკვე ხედავს შედეგს.

ქალბატონებს ძალიან უყვართ საკუთარ თავზე ზრუნვა.  ვიცი, რომ რამდენიმე სახის შეთავაზება აქვს „თალიზს“ ქალბატონებისთვის?

მამაკაცებზე მეტი შეთავაზება ქალბატრონებისთვის გვაქვს. ქალბატონებშიც აქტუალურია ანდროგენული ტიპის თმის ცვენა და ვითარდება შუბლისა და თხემის არეების გამელოტება. ამ დროს ქალბატონებს სჭირდებათ გადანერგვა. გვაქვს კიდევ ერთი სახის მკურნალობა, ტრაქციული ალოპეცია, რომელიც გავრცელებულია მოცეკვავეებში, რადგან თმის აქაჩვა უწევთ. საფეთქლის არეებში თმა აღარ ამოდის. ამ დროსაც ხდება თმის გადანერგვა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად ტარდება. ხშირად მოგვმართავენ ქალბატონები წარბების კორექციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ადრე წვრილი წარბი იყო მოდაში, ახლა კი პირიქით, მისი გასქელება სურთ, ან აქვთ სქელი წარბი, მაგრამ სურთ ფორმის შეცვლა. ერთმა პაციენტმა ისიც კი მითხრა, რომ გაფრენილი წარბის ფორმა ყოფილა მოდაში… აქაც პროცედურა ანალოგიურად მიმდინარეობს, ხდება ფოლეკულის გადანერგვა კეფის მიდამოდან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თმა წარბის მიდამოში გრძელი იზრდება და მას დროდადრო შესწორება სჭირდება.

რას იტყვით თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებზე, რომლებიც აფთიაქებში მრავლად იყიდება?

მართალია მათ პირველადი მოქმედება არ ახასიათებთ, მაგრამ მეორადი ეფექტი არაჩვეულებრივია. თუკი ეს საშუალებები ბუნებრივია, შეიცავენ ვიტამინებს, აუმჯობესებენ თმის ხარისხს, ნამდვილად კარგია.

თქვენ გყავთ ბევრი პაციენტი სხვადასხვა ქვეყნიდან…

ხშირად გვეკითხებიან, რომ ალბათ დაბალი ფასების გამო ჩამოდიან უცხოელები საქართველოში, თუმცა, ეს ასე არა რის. აქ ჩვენი საერთაშორისო იმიჯის, მაღალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების გამო ჩამოდიან. მასშტაბური ოპერაციები უკვე ნაკლებ დროში ტარდება. იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩამოდიან, შედეგის მისაღებად რამდენიმე ოპერაციას აკეთებენ, ჩვენთან კი ერთ ოპერაციაში ვიღებთ საუკეთესო შედეგს. ფოლეკულების ამოღება მიმდინარეობს სათითაოდ და ძალიან მოკლე დროში ვიღებთ რეკორდულ რაოდენობას. გვაქვს უნაწიბურო მეთოდი და ესეც ძალიან იზიდავთ უცხოელ პაციენტებს. როდესაც პაციენტი ახალგაზრდაა და ვხედავთ, რომ მაღალი ხარისხის სიმელოტე ეწყება, არ არის აუცილებელი ფოლეკულური გაერთიანებების სათითაოდ ამოღების მეთოდით ოპერაციის გაკეთება. დიდი რაოდენობით თმის გადანერგვა ამ საშუალებით ვერ მოხერხდება, ამ დროს საჭიროა ზონრის მეთოდით ოპერაციის გაკეთება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემი და ჩემი კოლეგების სურვილია კლინიკა „თალიზი“ იქცეს მრავალპროფილიან, ფართომასშტაბიან საერთაშორისო დონის კლინიკად.

რა რეკომენდაციებს მოგვცემდით თმის მოვლისას?

ჩვენთან კონსულტაცია უფასოა და ყველა პაციენტს სწორ მიმართულებას შევთავაზებთ. ჩვეულებრივი, ბუნებრივი დიფუზური ცვენა ყველა ადამიანს აქვს, თუმცა, როდესაც შემელოტებული ადგილების საზღვრები იკვეთება და თმის ცვენა აგრესიული ხდება, ადამიანი უნდა მოვიდეს კონსულტაციაზე და შესაბამის მკურნალობას შევთავაზებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები