LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ყველასთვის სასურველი მამაკაცი? – ”ისი-პარიმ” VERSACE-ს ახალი სუნამო წარმოადგინა

549

პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს ახალი სუნამო წარუდგინა. სუნამო სახელწოდებით DYLAN BLUE მამაკაცებისთვის შეიქმნა და VERSACE-ს ეკუთვნის. როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ახალი სუნამოს შეძენა მომხმარებელს ”ისი-პარის” ყველა ფილიალში უკვე 6 დეკემბრიდან შეუძლია. სუნამო სამნაირ შეფუთვაშია – 30, 50 და 100 მილილიტრიან შეფუთვებში. შესაბამისად ღირებულებაც 173 ლარიდან იწყება და 227 ლარამდეა.

”ეს არის ახალი არომატი DYLAN BLUE VERSACE-სგან, რომელიც გახლავთ ძლიერი, სექსუალური, დამოუკიდებელი მამაკაცისთვის. მამაკაცისთვის, რომელიც სასურველია ყველასთვის – განურჩევლად სქესისა, ასაკისა, სტატუსისა და რა თქმა უნდა, გარემოებისა”, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, სუნამოს ფლაკონი არის მამაკაცური ლურჯი ფერის, წარმოდგენილია სპეციალური წახნაგებით და გაფორმებული VERSACE-ს ფერებით, ანუ ოქროსფერით.

”ფლაკონის დიზაინი გამოხატავს არომატის კონცეფციას. ეს გახლავთ თანამედროვე, გრილი, ინტენსიური, მკვეთრი, დახვეწილი და მაცდური არომატი, რომელშიც უმეტესად ციტრუსის ნოტებია შემავალი. არომატში შედის გრეიფუტი, ლეღვის ფოთოლი, იის ფურცლები, შავი წიწაკა და სხვა.. ეს ყოველივე კი სუნამოს თავბრუდამხვევს ხდის”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

15355970_1347442941955902_60984143_nმისივე თქმით, VERSACE-ს ახალ სუნამოზე, საახალწლო ფასდაკლების ფარგლებში, განსხვავებული ტარიფი მოქმედებს.

შეგახსენებთ, პარფიუმერულმა კომპანიამ წინასაახალწლო აქცია დაიწყო. 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ პროდუქციას მომხმარებელი განახლებული ფასით შეიძენს. ამასთან, აქციის ფარგლებში მყიდველი 25-დან 50%-ამდე ფასდაკლებით ისარგებლებს.

”ფასდაკლების გარდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს უამრავ სიურპრიზსაც ვთავაზობთ. ყოველ 50 ლარის შენაძენზე გაიცემა გათამაშების ბილეთი, 250 ლარის შენაძენზე კი კლიენტი მიიღებს 50 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს, რომლის გამოყენებასაც 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით შეძლებს”, – აღნიშნა შამუგიამ.

რაც შეეხება ”ისი-პარის” ტრადიციულ გათამაშებს, როგორც კომპანიის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, ის 2017 წლის 25 იანვარს ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, 18:30 საათზე გაიმართება. გათამაშების ბილეთის მქონე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, მოიგოს სრულიად განახლებული პრიზები: 5000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, 1000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, მოგზაურობა დუბაიში საუკეთესო სასტუმროში და ასევე ავტომობილი ”ჯიპ კომპასი”.

ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 22 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 4 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები