LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როისი და გროსკროიცი დორტმუნდში ლივერპულის მასკოტები იყვნენ

115

მარკო როისი და კევინ გროსკროიცი „ლივერპულის“ მასკოტები იყვნენ 2001 წლის უეფას თასის ფინალურ მატჩზე.

როგორც ჩანს, დორტმუნდის „ბორუსიას“ და „ლივერპულს“ მარტო იურგენ კლოპი არ აერთიანებთ.

ტვიტერში Squawka გამოჩნდა 15 წლის წინანდელი ფინალური შეხვედრის კადრები, რომელშიც დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ ერთმანეთს „ლივერპული“ და ესპანური „ალავესი“ შეხვდნენ.

სქრინშოტებზე გამოსახული არიან პატარა როისი და გროსკროიცი, რომლებიც თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა მოედანზე გაიყვანეს.
თუ გახსოვთ, ის ფინალი ერთ-ერთი საუკეთესო სანახავი გამოდგა და დამატებით დროში ინგლისური გრანდის გამარჯვებით 5:4 დასრულდა.

 

CfgrTmuWEAEvumu

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები