LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როისის დაბრუნება, რეალის 6000 გოლი და მესის ახალი რეკორდი

109

გასულ შაბათ-კვირას ევროპაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და რამდენიმე ყურადსაღები სტატისტიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. აი ყველაზე საინტერესო უიქ-ენდის ევროპიდან.

 

კრიშტიანო რონალდო 2018 წელს ლა ლიგაში გატანილი გოლებით ლიდერია – 8 გოლი.
„რეალმა“ გასვლაზე „ბეტისი“ დაამარცხა, პორტუგალიელმა ერთი შეაგდო.

ამავე შეხვედრაში მარკო ასენსიოს მეორე გოლი საიუბილეო გამოდგა: ეს გახლავთ მადრიდელების 6000 გოლი ესპანეთის ჩემპიონატში.

მხოლოდ „ევერტონმა“ (6961), „არსენალმა“ (6769), „ლივერპულმა“ (6756), „ასტონ ვილამ“ (6608) და „მანჩესტერმა“ (6430) გაიტანეს უფრო მეტი საკუთარ ჩემპიონატებში.

გოლით გამოჩინა თავი ბენზემამაც. ეს ფრანგის პირველი გოლია 2017 წლის ნოემბრიდან, როდესაც „მალაგას“ გაუტანა. სულ ქარიმის ანგარიშზე 3 ბურთია 17 მატჩში.

 

„ბარსელონამ“ სტუმრად 2:0 მოუგო „ეიბარს“.
ამ სეზონში ლეო მესიმ 14-ჯერ დაარტყა კარის ჩარჩოში – რეკორდია.

მესიმ საგოლე პასი გააკეთა, რაც მისთვის 147-ეა ესპანეთის პირველობაზე. არგენტინელი „რეალის“ ყოფილ ნახევარმცველ მიჩელს დაეწია და მასთან იყოფს ბოლო 40 წლის განმავლობაში ასისტებში პირველ ადგილს.

„ბარსელონა“ პრიმერაში 31 მატჩამდე გაზარდა წაუგებელი სერია და 2011 წლის პეპ გვარდიოლას სერია გაიმეორა.

 

კევინ გამეიროს ბოლო სამი გოლი პრიმერაში გრიზმანის გადაცემის შემდეგ გავიდა.
ამჯერად ფრანგულმა დუეტმა ბილბაოს „ატლეტიკი“ დაამწუხრა (2:0).

„ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკმა 24 ტურში მხოლოდ 9 გოლი გაუშვა. ეს „დეპორტივოს“ მეკარის ლიანოს რეკორდის (1993/94 სეზონი) განმეორებაა.

 

მილანმა სერია ა-ში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.
ჯენარო გატუზოს გუნდმა ამჯერად „სამპდორია“ დაამარცხა 1:0.
ამას გარდა, „მილანმა“ წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე 10 მატჩამდე მიიყვანა.

„რომა“ სერია ა-ს 19 გასვლითი მატჩიდან 18-ში არ დამარცხებულა. ახლა რომაელებმა 1:0 აჯობეს „უდინეზეს“.

 

 

მარკო როისმა 9 თვის შემდეგ პირველად გაიტანა.
სტუმრად გატანილი მისი გოლი ყოფილი გუნდის გლადბახის „ბორუსიას“ კარში ერთადერთი გამოდგა და დორმუნდმა 1:0 მოიგო.
ბოლოს 28 წლის როისმა „ვერდერის“ კარი დალაშქრა (4:3), როდესაც დუბლი გაიფორმა.

 

დორტმუნდელთა თავკაცი შტიოგერი „ბორუსიას“ პირველი მწვრთნელია, რომელსაც ბუნდესლიგის 8 სასტარტო მატჩში არ წაუგია (5 მოგება, 3 ფრე).

 

იუპ ჰაინკესმა “ბაიერნის“ თავკაცის სტატუსით ყველა ტურნირზე მე-13 თამაში მოიგო ზედიზედ – ეს 72 წლის სპეციალისტის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.
მიუნხენელებმა გასვლაზე „ვოლფსბურგი“ ძლივს დაამარცხეს – 2:1.

ტომას მიულერმა „ბაიერნში“ 422 მატჩი ითამაშა (ყველა ტურნირზე) და რუმენიგეს დაეწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები