LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როკერი ადვოკატი: ამალ კლუნი დახეულ ჯინსებსა და ტყავის ქურთუკში (ფოტო)

128

Vogue-ისთვის მიცემული გულახდილი ინტერვიუსა და ჯორჯ კლუნთან გატარებული რომანტიკული უქმეების შემდეგ, ამალ კლუნიმ უახლოესი მეგობრებისთვისაც მოიცალა. ადამიანის უფლებათა დამცველი და ცნობილი ადვოკატი ამჯერად ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბთან გამოჩნდა, სადაც უახლოეს მეგობარ გოგონებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. კლუბური საღამოსთვის 40 წლის ლამაზმანმა სამოსიც შესაბამისი შეარჩია. ის დახეულ ჯინსებში, ტყავის ქურთუკსა და მაღალქუსლიან ჩექმაში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ ამალ კლუნი არაერთხელ დასახელდა ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად. მისი ყოველი გამოჩენა ლეგენდარული ბრენდის სამოსის დემონსტრირებაა. ის ამჯერად ორი ჟურნალისტის დაცვის საქმითაა დაკავებული, ასევე კითხულობს ლექციებს კოლუმბიის უნივერსიტეტში და ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები