LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ დამერტყა, ვეღარც გადარჩებოდი: მარადონა მადრიდში ჟურნალისტს ეჩხუბა (ვიდეო)

62

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები გრძელდება. ერთ-ერთი საინტერესო წყვილი დღეს თამაშობს. მადრიდში „სამეფო კლუბი“ იტალიის „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ ლეგენდაა თვით დიეგო მარადონა, რომელიც ამ თამაშის საყურებლად ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდა და რის მარადონა იქნებოდა მცირეოდენ სკანდალში რომ არ გახვეულიყო.

ლეგენდას ყელში ამოუყვანეს.

პრესის წარმომადგენლებსა და დიეგო არმანდოს შორის კონფლიქტი მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. არგენტინელის და მისი ოჯახის სიმყუდროვე მაშინ დაარღვიეს, როდესაც ისინი უკვე მიდიოდნენ. გადაძახილის დროს მარადონამ ჟურნალისტს ესროლა: „შენთვის რომ დამერტყა ვერც გადარჩებოდი“.

კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდა და არავინ დაზარალებულა.

„რეალისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს „სანტიაგო ბერნაბეუზეა“.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=OzoOgOm2J60

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები