LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ მცოდნოდა ასე მალე დაგვტოვებდა, მის მიმართ უფრო მოსიყვარულე ვიქნებოდიო…”

103

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში, ემოციურ ისტორიას წერს, რომელიც თავს გადახდა.

ის ერთი კაცის ისტორიას ყვება, რომელიც ეკლესიაში სინანულით მივიდა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო. ამ მაგალითზე პეტრე კოლხი ხალხს მოუწოდებს რომ ერთმანეთს გაუფრთხილდნენ, რადგან არავინ იცის როდის წავა ამ ქვეყნიდან.

“ტაძარში უცნობი ადამიანი მომადგა. სახელით მომმართა, უნდა დავიცალო, თავს ცუდად ვგრძნობ, შეიძლება გული გამისკდესო…

ქვაზე ჩამოვსხედით, ჯერ აქვითინდა, მერე ცრემლომრეული სიტყვებით გავარკვიე, რომ ახლობელი გარდაეცვალა, რომელსაც გული ატკინა და რაღაც პერიოდი ერთმანეთს დაშორდნენ… მერე შეატყობინეს, რომ მოულოდნელი სიკვდილი ეწვია…

ყველაზე მეტად იმას დარდობდა, რომ მცოდნოდა ასე მალე თუ დაგვტოვებდა, მის მიმართ უფრო მოსიყვარულე ვიქნებოდიო…

P.S. ჩვენ არ ვიცით, ვინ როდის გავა ამქვეყნიდან. ამის ცოდნა არც არის აუცილებელი. ერთმანეთის გაფრთხილება კი ყოველთვის აუცილებელია.

სინანული კარგია, მაგრამ ვინც სამუდამოდ წავიდა, ის ხომ გულმოკლული გავისტუმრეთ…”, – წერს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები