LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე ჭიჭინაძის გარიცხვაზე : “ქართულ ოცნებაში“ სიმართლე დასჯადია

49

“ქართულ ოცნებაში“ სიმართლე დასჯადია, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვას. მისი თქმით, ეთიკა და მორალი არის ინდივიდუალური ცნება და ამის გამო ადამიანის დევნა არის საბჭოთა კავშირის პერიოდის ცხოვრების სტილის გადმოტანა ქვეყანაში. მისივე განცხადებით, დავით ჭიჭინაძე მუშაობის მხრივ ერთ-ერთი აქტიური დეპუტატია და მისი გარიცხვის რაიმე მიზეზი, გარდა პოლიტიკური დევნისა, არ არსებობს.

„დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიიდან ეს არის შავი ლაქა, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ ასევე საპარლამენტო მუშაობისთვის. ქვეყანაში კრიტიკული შენიშნვებისგან თურმე დეპუტატიც კი არაა დაცული. მას არ აპატიეს ელემენტარული კრიტიკა, მითუმეტეს, როდესაც ეს კრიტიკა იყო სწორი. ფაქტობრივად, მან დაადანაშაულა სახელისუფლებო უმრავლესობა იმაში, რომ პასუხისმგებლობა კი არ უნდა დაეკისროს მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ პასუხისმგებელია მთელი გუნდი და მთავრობა. ისინი ამბობენ, რომ კრიტიკის გამო კი არა, არამედ არაეთიკური შენიშვნების გამო გაუშვეს, რა არის არაერთიკურობა, ვიღაცას უწოდა კომკავშირელი?
ეთიკა და მორალი ეს არის ინდივიდუალური ცნება და ამის გამო ადამიანის დევნა არის საბჭოთა კავშირის ცხოვრების სტილის გადმოტანა საქართველოში. ეს არის შემაშფოთებელი და ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარული მიდრეკილებები. ერთის მხრივ ისჯება კვირიკაშვილი და უკვე სამაგალითოდ ისჯება ჭიჭინაძე. ეს არის საჩვენებელი, რომ ვერც ერთმა დეპუტატმა ვერ გაბედოს სიმართლის თქმა, სიმართლე „ქართულ ოცნებაში“ დასჯადია. ეს არის ამ ხელისუფლების გზავნილი საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად პარტიისთვის შეურაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები