LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე მთავრობას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების არასათანადოდ დაცვაში სდებს ბრალს

100

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მთავრობას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების არასათანადოდ დაცვაში სდებს ბრალს. მისი თქმით, მთავრობა დამნაშავეა, რომ ის ვერ იცავს კონსტიტუციას. არ აძლევს ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალებას, როგორიც არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.

“რომ ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა,”- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ის, რომ პოლიციის კორდონით იქნება მოძალადეების მხრიდან დაცული მეორე მხარე, ეს არაფერს ნიშნავს.

„მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდინს მიღმა. დაშორიშორება კი არ არის ხელისუფლების ამოცანა, ხელისუფლების ამოცანა არის კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის უფლების დაცვა. ხელისუფლებამ შექმნა ზონდერ ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები. მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება, როდესაც ამ უფლებას ვერ იყენებს, ამას იყენებს ბრბო და  აგრესიული ადამიანები და სწორედ აგრესიული ადამიანების ზემოქმედების შედეგად ვერ გამოდიან სხვა სახის აქტივისტები ქუჩაში. ამას მიაღწია დღეს ხელისუფლებამ. ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მიუძღვის მთავრობას,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები