LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანოვების რეზიდენციის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები იწყება

65

„საპარტნიორო ფონდი“ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ლიკანის კომპლექსის, ე.წ. რომანოვების რეზიდენციის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს იწყებს.

„საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე რომანოვების სასახლის, ორანჟერიისა და საკონფერენციო დარბაზის, აგრეთვე, პარკისა და ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტირება მოხდება. ამასთანავე, ჩატარდება სასახლის მუზეომოგრაფიული კვლევა და შეიქმნება მთლიანი კომპლექსის გენერალური გეგმა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 771,000 ლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობაა რვა თვე. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიგეგმება სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაობის დაწყება.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, „ლიკანის პარკს“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი გასულ კვირას მიენიჭა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფოდნმა კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის ვალდებულება აიღო. კომპლექსის პროექტირებისა და მომდევნო რეაბილიტაცია-რესტავრაციის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, „საპარტნიორო ფონდი“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები