LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანტიკული გარემო და მრავალფეროვანი კერძები – „ავალონი” 14 თებერვლისთვის ემზადება

1503

“ავალონი“ სიყვარულის დღის აღსანიშნავად ემზადება. რესტორანი ციხე-სიმაგრე სტუმრებს 14 თებერვალს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ ღუღუნიშვილმა განუცხადა, ”ავალონი” სიმშვიდისა და ბედნიერი წუთების ახალი კუნძულია თბილისში.

მისივე ინფორმაციით, უნიკალური არქიტექტურის მქონე რესტორანი „ავალონი” შესანიშნავი ადგილია მეგობრული, რომანტიკული, თუ საქმიანი შეხვედრისათვის, ოჯახური შეკრებისათვის, ან მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად.

”გახადეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარი – გვეწვიეთ და დაათვალიერეთ რესტორნის მდიდრული დარბაზები, შეიხედეთ სამეფო ოთახში, სადაც ზამთრის გრძელ საღამოს ბუხრის ცეცხლის თამაში გაგათბობთ. შეაფასეთ ევროპული და ტრადიციული ქართული საგანძურის განსაკუთრებული კერძები და დესერტები რესტორნის მრავალფეროვანი მენიუდან, დააგემოვნეთ ღვინოები ჩვენი მარნიდან, დატკბით სასიამოვნო მუსიკით…შეიგრძენით გარდასულ დროთა  საიდუმლოება”, – აცხადებს მარიამ ღუღუნიშვილი.

ცნობისთვის,  რესტორანი „ავალონი“  მდებარეობს აკაკი ბაქრაძის # 40 ში, ( მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე , დიღმის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ). რესტორანი ღიაა ყოველდღე   12 : 00 დან  03 : 00 საათამდე. საკონტაქტო ნომრები :    252 00 00; 579 520044; 579 520066.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები