LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ფეხბურთელებს გულშემატკივრობენ ”ფორმულა 1”-ის პილოტები

128

ფეხბურთი მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტია და მას სპორტის სხვა სახეობის ვარსკვლავებს შორისაც არაერთი გულშემატკივარი ჰყავს.საინტერესოა ვის გულშემტკივრობენ ფეხბურთის მოყვარული ”ფორმულა 1”-ის პილოტები.

მიხაილ შუმახერი

2006 წლის სეზონი ფორმულა 1-ში გამორჩეული იყო არა მხოლოდ ალონსოს ზედიზედ მეორედ მოგებული ტიტულით,არამედ იმითაც,რომ მიხეილ შუმახერი აქტიური სპორტიდან პირველად წავიდა. უკანასკნელი რბოლის მასპინძელმა ბრაზილიელებმა ლეგენდარულ გერმანელს სიურპრიზი მოუწყვეს.შუმახერს სამახსოვრო პრიზი პელემ გადასცა.

შუმახერი თავისი მშობლიური ქალაქის კლუბს, ”კიოლნს” გულშემატკივრობდა. ხანდახან იგი ვარჯიშებსაც ესწრებოდა და საუკეთესო მოთამაშეებსაც ეცნობოდა.მიხაილი გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთგული ქომაგიც გახლდათ და შეძლებისდაგვარად ესრებოდა ბუნდესნაკრების ვარჯიშებს. მან ნაკრების მოთამაშეები მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინაც მოინახულა და წარმატებები უსურვა.

წითელი ბარონის კიდევ ერთი რჩეული კატალონიის ”ბარსელონა” გახლდათ.

დანიილ კვიატი

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი,რომ კვიატმა ცხოვრების არც ისე მცირე ნაწილი იტალიის დედაქალაქში გაატარა,აქ კი არჩევანი არც ისე დიდია- ”რომა” ან ”ლაციო”. კვიატის რჩეული ”რომა” გახდა.

ერთ დღეს კვიატს ოცნება აუხდა – მან თავისი სარბოლო კოსტუმი თავად ფრანჩესკო ტოტის გაუცვალა მაისურში.

ფელიპე მასა, რუბენს ბარიკელო და ლუკას დი გრასი

მადრიდის ”რეალისა” და ”ხერესის” დაპირისპირებას,რომელიც კრისტიანო რონალდოს სადებიუტო სეზონში გაიმართა, ბრაზილიელი მრბოლელების მთელი დელეგაცია დაესწრო. მათ ფოტოები გადაიღეს როგორც პორტუგალიელ ვარსკვლავთან,ასევე კაკასა და სერხიო რამოსთან.

ბევრი მრბოლელი მშობლიური ქალაქის გუნდს გულშემატკივრობს. მაგალითად ფილიპე მასა ”სან პაულოს” ქომაგია,რუბენს ბარიკელო ”კორინთიანსის”.

აირტონ სენა

რასაკვირველია,ჯადოქარი გამონაკლისი არ არის. იგი ბევრ ფეხბურთელთან ნაცნობობით ამაყობს,მაგალითად ზიკოსთან.

მარკ უებერი

ავსტრალიელი ”სანდერლენდის” ქომაგია, თუმცა ლეო მესისაც გულშემატკივრობს.

ჯენსონ ბატონი და ფერნანდო ალონსო

ისინი კრისტიანო რონალდოს გულშემატკივრობენ,პორტუგალიელი ვარსკვლავი კი მათი ფანია. ალონსო ”რეალის” ფანია,იგი არაერთ მატჩს დასწრებია ბერნაბეუზე.

ლუის ჰამილტონი

იგი ”არსენალს” გულშემატკივრობს. ჰამილტონი ტიერი ანრის პირადი გულშემატკივარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები