LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქართულ სერიალში გადაიღეს ხატია შამუგია

245

ხატია შამუგია სერიალში სათამაშოდ მიიწვიეს. „შუა ქალაქს“ წინასაახალწლოდ ტრადიცია აქვს, რომ სერიაში რომელიმე ცნობილი ადამიანი ათამაშონ. ამჯერად არჩევანი ხატია შამუგიაზე შეაჩერეს.

ხატია შამუგია:

„შუა ქალაქის“ 31 დეკემბრის სერიაში გადამიღეს. სერიალის სულისჩამდგმელი, პროდიუსერი გოჩა კორხელაური ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მასთან წლების თანამშრომლობა მაკავშირებს. როგორც მითხრეს, ტრადიცია ჰქონიათ, საახალწლო სერიაში ცნობილ სახეებს იწვევენ სათამაშოდ. შემომთავაზეს და დავთანხმდი. ტიპაჟიდან გამომდინარე ამ როლს მე ვერგებოდი. თამაში არ გამიჭირდა, რადგან ძალიან სასიამოვნო გარემოში მომიწია გადაღებამ, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად.

ადრე მიგიღია მონაწილეობა სერიალში?

სერიალში არა, მაგრამ დუტა სხირტლაძემ რომ გადაიღო ფილმი, „გივი“, იქ მქონდა სალონის მენეჯერის როლი.

ხატია, ახალი წელი დგება და როგორ ემზადები?

წინასაახალწლო დღეებში სულ გადარბენა მაქვს, სამსახურებრივი თუ სხვა სახის. არ გამომდის ერთიანად მომზადება, ახლაც სილამაზის სალონში ვარ.

ახალ წელს აუცილებლად ოჯახში ვხვდები, შემდეგ კი კონცერტის წასაყვანად მივდივარ. ასე გრძელდება ბოლო 20 წელიწადია და წელსაც ასე იქნება. რადგან ვათენებ, პირველ იანვარს მძინავს. თუკი მკითხავენ, რა არის ჩემი ჰობი, ვპასუხობ, რომ ეს არის ძლი (იღიმის), რომელიც მუდმივად მაკლია. 2 იანვარს კი ტრადიცია ამქვს, ჩემი მეგობრები, გოგონები მოდიან, „საიუდმლო სანტას“ ვთამაშობთ, დედაჩემი შესანიშნავი კულინარია და მისი კერძების დასაგემოვნებლად მოდიან, მერე კი სადმე ერთად წავალთ და საჩუქრებს იქ გავხსნით…

ნინო მურღულია

xatiaaa

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები