LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ საათზე დავაძინოთ და გავაღვიძოთ ბავშვი მისი ასაკის გათვალისწინებით – იხილეთ ცხრილი

537

მშობლისთვის ბავშვის დროულად დაძინება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. სწორად შერჩეული დრო ბევრ რამეს განსაზღვრავს, რადგან ძილი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზედმეტი ძილი, ისევე როგორც – ნაკლები, ბავშვს დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნებას უტოვებს, ასეთ მდგომარეობაში კი არც თამაში უნდა და არც სხვა საჭირო აქტივობები.

ერთ-ერთმა სკოლამ გამოაქვეყნა ცხრილი, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, ასაკის მიხედვით რომელ საათზე უნდა დააძინოთ და გააღვიძოთ თქვენი შვილი. ამასთან, ასევე ასაკის გათვალისწინებით, რამდენი საათია მისი კარგად გამოძინებისთვის საჭირო.

ცხრილი ძალიან მარტივად გასაგებია, მარცხენა მხარეს ჩამონათვალში მოძებნით ბავშვის ასაკს, მარჯვნივ კი დაძინებისა და გაღვიძების დროებს. ზედა ზოლში მითითებულია დროები, რომელზეც თქვენ ბავშვს აღვიძებთ (Wake-up time), მის ქვემოთ კი ბავშვის ასაკის გასწვრივ ნახავთ დროს, რომელზეც ბავშვი უნდა დააძინოთ (Sleeping time).

ვისკონსინში მდებარე ვილსონის დაწყებითი სკოლის მიერ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული ცხრილი „ფეისბუქზე“ ასობით ათასმა ადამიანმა გააზიარა და დღემდე ეხმარება მშობლებს, ბავშვისთვის ძილის საჭირო დრო განსაზღვრონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები