რომელი გადაცემები დარჩება და რომელი დაიხურება პირველ არხზე

118

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დღეს მორიგ სხდომას მართავენ. სხდომაზე აღმასრულებელმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს გადაცემების გაფილტვრის საკუთარი ხედვა და მიღებული შედეგები წარუდგინა. აღმასრულებელმა საბჭომ გადაცემები სამ ჯგუფად დაყო.

 1) გადაცემები, რომელიც იზიდავს მაყურებელს, მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია – “გამომძიებელი რეპორტიორი”, “გურმანია”, “ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ”, “შაბათის საღამო ლიზასთან”, “წიგნების თარო”, “ტელებლოგი”, “პირადი ექიმი”, “სიტყვების თამაში” და “გააგრძელე საქართველოს ისტორია”.

 
2) გადაცემები, რომელის რეიტინგიც მაუწყებლის საშუალო რეიტინგის ფარგლებშია; დოკუმენტების ფილმების სტუდია, “ეპოქა”, “დღე მუზეუმში” და “ინტერVIEW”.

3) გადაცემები, რომელიც საშუალო რეიტინგზე დაბალია და იწყებს მაყურებელთა მიგრაციას სახვა არხზე. “ხანმოკლე მე-20 საუკუნე”, “ეკონომეტრი”, “ვაშინგტონი დღეს”, “სპორტი 360 გრადუსი”,” მთავარი”, “რეალური სივრცე” (პარასკევი), “ვექტორი”, “სპორტის დაფა”, “წითელი ზონა”, “რეალური სივრცე”, “ტელემანი”, “კაცების დრო”, “C სტუდია”, “უცნობი მუსიკა”.

“ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათის საფუძველზე და ჩვენი ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების დატოვებას ეთერში, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას. ეს პრინციპი იმუშვავებს მუდმივად და საფუძვლად დაედება ჯანსაღ კონკურენციას გადაცემებს შორის”, – აღნიშნულია აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

 შესაბამისად, აღმასრულებელ საბჭოს მიაჩნია, რომ პირველ და მეორე კატეგორიაში არსებული გადაცემები უნდა დარჩეს, მესამე კატეგორიაში მოხვედრილი გადაცემები კი აღარ გავიდეს ეთერში.

 გადაცემების ამ კრიტერიუმებით დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. წარმოდგენილი ხედვის გაცნობის შემდეგ, სამეურვეო საბჭო გეგმის განხილვას დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები