LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი კომპანიის გაზზე მომუშავე ავტობუსები ივლიან თბილისში?

68

გაზზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვის ტენდერში უკრაინული ЛАЗ-ის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს, – ამის შესახებ ”ფორტუნას” თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტენდერში მონაწილე კომპანიების დასახელების უფლება არ აქვს, თუმცა ვინაიდან უკრაინულ საიტებზე ეს ინფორმაცია უკვე გავრცელდა, იგი ЛАЗ-ის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ადასტურებს.

“მნიშვნელოვანია შეფასდეს როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური შემოთავზებები, რაც საკმაოდ მკაცრია და მაღალია, შესაბამისად, კომპანია უნდა იყოს საკმაოდ მაღალი ხარისხის, რომ შეძლოს ამ საკვალიფიკაციო მონაცემების გავლა” – განუცხადა ”ფორტუნას” ლექვინაძემ.

რაც შეეხება რუსული  газ-ის მარკის ავტობუსების მწარმოებელ კომპანიას, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მას ტედერში მონაწილეობა არ მიუღია.

”ვფიქრობ ეს ინფორმაცია თავიდანვე არასწორად გაჟღერდა” – აღნიშნა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, სატენდერო წინადადებები სულ შვიდმა კომპანიამ წარადგინა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ევროპულ, ასევე სხვა ქვეყნების კომპანიებს.

”დაახლოებით 15 აპრილამდე ჩვენ გვეცოდინება ის კომპანია, რომელიც თავისი ტექნიკური და ფინანსური შემოთავაზებით არის შესაბამისი იმ მოთხოვნებთან, რაც ჩვენ გვქონდა. მაისამდე გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და დაახლოებით სექტემბერში გვეყონება ახალი ავტობუსები თბილისში” – განაცხადა ლექვინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები