LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პარტია იღებს წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტ დაფინანსებას?

81

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, პარტიებისა და დამოუკიდებელი კანიდატების შემოწირულობების სიას აქვეყნებს.

სამსახურის ინფორმაციით, კანდიდატებმა 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ჯამში 770 146 ლარის შემოწირულება მიიღეს.

ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მეტი შემოწირულება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, რამაც ჯამში 345 476 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებს შორის, პარტიის წევრები ჭარბობენ.

რაც შეეხება სხვა პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათზე მიმდინარე პერიოდში, შემოწირულობები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ – 293 156 ლარი,

სალომე ზურაბიშვილი – 109 021 ლარი,

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 8 943 ლარი,

„თავისუფალი დემოკრატები“ – 8700 ლარი,

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 2000 ლარი,

„თავისუფალი საქართველო“ -1791 ლარი,

მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის – 400 ლარი,

„ეროვნული ფორუმი“ – 350 ლარი,

დამოუკიდებელი კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე – 200 ლარი,

„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 108 ლარი.