LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პოლიტიკოსი მუშაობს უკეთესად – NDI-ს კვლევის შედეგები

52

პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობას NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა თითქმის ერთნაირად აფასებს.

პოლიტიკოსთა საქმიანობის შეფასების რეიტინგის მიხედვით,  გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს – 3%, კარგად – 24%, საშუალოდ – 50%, ცუდად – 12%, ძალიან ცუდად – 3%; გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან კარგად – 3%, კარგად – 22%, საშუალოდ – 53%, ცუდად – 11, ძალიან ცუდად – 3%; ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგად – 1%, კარგად – 14%, საშუალოდ – 42%, ცუდად – 17%, ძალიან ცუდად – 4%; დავით ნარმანია: ძალიან კარგად – 1%, კარგად – 7%, საშუალოდ – 33%, ცუდად – 37%, ძალიან ცუდად – 15%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.