LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქართული ბანკი აკმაყოფილებს პერსონალური მომსახურების მსოფლიო სტანდარტს?

50

”თიბისი ბანკი” ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პერსონალური მომსახურების მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს.  ეს სტატუსი ”თიბისი ბანკის”  პირად მომსახურებას მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) მიანიჭეს.

”სამი წელია, რაც საქართველო, როგორც ქვეყანა ამ ჟურნალების მიერ ორგანიზებულ საბანკო დაჯილდოებას დაემატა და მას შემდეგ საუკეთესო პირადი მომსახურებისათვის ”თიბისი ბანკი” იმარჯვებს. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას 220 ბანკირი ესწრებოდა მსოფლიოს მასშტაბით. სულ რეგიონებისა და ქვეყნების კატეგორიებში 81 ჯილდო გაიცა”,- განაცხადეს ”თიბისი ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, წელს ეს უკვე მეორე ჯილდოა ”თიბისი ბანკისთვის” საუკეთესო პერსონალური მომსახურების  კატეგორიაში.  კიდევ ერთი ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალის, Global Finance-ის ჯილდოც ”თიბისი ბანკს ერგო”, როგორც საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკს საქართველოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები