რომელი უფრო რომანტიკულია? – ინტერნეტში სამეფო წყვილების ერთნაირ ფოტოს განიხალავენ

185

მედიაში სულ უფრო ხშირად ადარებენ ერთმანეთს პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს პრინც ჰარისა და მეგან მარკლისთან. განსაკუთრებით კი განხილვადია წყვილების სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები ტურნედან. დღეს გამოცემები უილიამისა და ქეითის იმ ფოტოს იხსენებენ, რომელიც სიდნეის ჰარბორის ხიდთანაა გადაღებული. წყვილი სიდნეიში ვიზიტით 2014 წელს იმყოფებოდა.

საინტერესოა, რომ სწორედ ამ ხიდთან  ფოტო პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმაც გადაიღეს. სასექსის ჰერცოგი და  ჰერცოგინია ამჯერად ავსტრალიურ ტურნეში იმყოფებიან. ინტერნეტში მსჯელობენ, რომელი წყვილის ფოტოა უფრო რომანტიკული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები