LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მუნდიალის ყველაზე გემოვნებიანი ნაკრები (ფოტო)

98

ყველა, 32-ვე ნაკრები რუსეთშია და მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ჯერს ელის. ძალიან ორიგინალურად გამოწყობილი ჩავიდა ნიგერიის ნაკრები, მაგრამ როგორც ირკვევა მასზე სტილური გუნდიც არსებობს და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს… ირანია.

ირანის ნაკრებმა ყველა გააკვირვა და სააღლუმე კოსტუმებში გამოწყობილ ნიგერიელებსაც გადაუჯოკრა.

ცისფერი მოტკეცილი პიჯაკი, ასეთივე ფერის შარვალი, თეთრი პერანგი და ოდნავ ამოწეული ცხვირსახოცი. სათვალე, ვარცხნილობა, წვერი – ესეც მაღალ დონეზეა.
ირანელებმა მუნდიალზე ფეხბურთელები კი არა, მოდელები ჩაიყვანეს.

ირანის ნაკრებს ჯგუფში რთული გამოცდა ელის: მაროკოს გარდა ირანელები ესპანეთსა და პორტუგალიას გაეჯიბრებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები