LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები?

212

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მიხედვით, თურქეთია. თურქეთში აღნიშნული პეიოდში 142 616.3 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილს 138 942.4 აშშ დოლარით, ჩინეთი იკავებს, რომელსაც მცირედით ჩამორჩება რუსეთი. აქ იანვარ-სექტემბერში 132 077.3 აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.

შემდეგ მოდის: ბულარეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, აშშ, იტალია და უზბეკეთი.

რაც შეეხება იმ პორტს, აქ კანადა ლიდერობს. “საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კანადიდან 1 788 086.2 აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 23%-ით მეტია.

აღნიშნული მონაცემები ამ ქვეყნიდან სამკურნალო საშუალებების შემოტანის ზრდამ განაპირობა. კანადიდადნ საქართველოში 1 782 664.4 აშშ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებები შემოვიდა. ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია გაყინული თევზის იმპორტი, რამაც აღნიშნულ პერიოდში 1 994.4 აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი 997 797.6 აშშ დოლარით; მესამეზე კი – ირლანდია 620 341.4 აშშ დოლარით.

მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს, საიდანაც იმპორტირებული საქონლის რაოდეობამ 480 193.4 აშშ დოლარი შეადგინა. მეხუთე ადგილზე კი ჩინეთია.

შესაბამისი რიგითობის მიხედვით მომდევნო ხუთეულში არიან: აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, იტალია და სომხეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები