LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია წელს საქართველოში ავტომობილის ყველაზე პოპულარული ფერი?

151

საქართველოში წელს ყველაზე დიდი რაოდენობით, რუხი ფერის ავტომობილები განბაჟდა.

მონაცემების მიხედვით, რომელიც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსკლუზიურად მიაწოდა, განბაჟებული რუხი ფერის ავტომობილის რაოდენობა 32 312–ია.

ფერების მიხედვით, რუხის შემდეგ პოპულარობით წელს შავი და თეთრი ავტომობილები სარგებლობს.

2016 წლის დეკემბრამდე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 15420 თეთრი და 15996 შავი ავტომობილი განაბაჟეს.

ამ ტრადიციულად პოპულარულ ფერებთან ერთადაა ლურჯიც. შსს–ს მონაცემებით, წელს საქართველოში 9262 ლურჯი ავტომობილი განბაჟდა. შემდეგ კი მოდის წითელი(3582 ცალი), მწვანე(2508) და ყავისფერი (2089 ცალი).

ავტომობილის პოპულარული ფერების მიხედვით, ბოლო სამ ადგილს ყვითელი (902), ნარინჯისფერი(539) და იისფერი(483) იკავებს.

საქართველოში 2016 წელს სულ 83 097 ცალი ავტომობილი განბაჟდა.

პოპულალურები