LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე კომუნიკაბელური უწყება საქართველოში?

110

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყოველწლიურ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ყველაზე კომუნიკაბელური უწყების“ ჯილდო გადასცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ თავის საქმიანობაში ყველაზე ხშირად უხდებათ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, საჯარო ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი.

წელს ორგანიზაციამ ნომინაციაში „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოთავისი საქმიანობის, საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის, უფლებამოსილებათა კეთილსინდისიერად განხორციელებისა და ინსტიტუციური გამჭვირვალობის სტანდარტების გამო წარადგინა.