LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე სტრესული სამუშაო?

94

ყველაზე სტრესული სამუშაოს დასადგენად, მეცნიერებმა საერთაშორისო მასშტაბის, საკმაოდ სერიოზული კვლევა ჩაატარეს.

ექსპერიმენტში 20 ათასზე მეტი სრული სამუშაო გრაფიკით დატვირთული ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეები 3 ჯგუფში გადანაწილდნენ: ოფისის რიგითი თანამშრომლები, მენეჯერები, ფირმებისა და კომპანიების მსხვილი მფლობელები ან ხელმძღვანელები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ძირითადად მენეჯერები ნერვიულობენ, რადგან სწორედ ამ ჯგუფის 20% აღმოჩნდა სტრესისა და დეპრესიისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილი. ოფისის რიგითი თანამშრომლების ჯგუფში12% განიცდიდა სტრესს,  მფლობელთა და ხელმძღვანელებს შორის კი, მხოლოდ 11% აღმოჩნდა დეპრეესის მსხვერპლი.

ექსპერიმენტის ორგანიზატორების განცხადებით, ამგვარი შედეგი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჩვეულებრივ, სწორედ საშუალო რგოლის მენეჯერები ასრულებენ ყველაზე საპასუხისმგებლო სამუშაოს. გარდა ამისა, მათ გამუდმებული კონფლიქტი აქვთ ერთდროულად ორი ჯგუფის წარმომადგენლებთან – ხელმძღვანელებთან და რიგით თანამშრომლებთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები