LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომი, ბარსელონა, ამსტერდამი – ბიზნეს კლასის ავიაბილეთები გაიაფდა

425

თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანმა ავიაკომპანია Turkish Airlines ავიაბილეთებზე ფასდაკლების ახალი აქცია დაიწყო, რომელიც ბიზნეს კლასის მომხმარებლებზეა გათვლილი. დღეიდან, ანუ 24 ოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე „თურქეთის ავიახაზები“, ამჯერად უკვე ბიზნეს კლასის მომხმარებელს, სთავაზობს აქციას თბილისიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებაზე.

”ორმხრივი, ბიზნეს კლასის ბილეთის ფასი იწყება 2129 ლარიდან. აქციის ფარგლებში, ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე: ბერლინი, სტოკჰოლმი, ვენა, პრაღა, რიგა, ვილნიუსი, რომი, ვენეცია, ბუდაპეშტი, ბარსელონა, მადრიდი, ამსტერდამი, მიუნჰენი, ფრანკფურტი, კოპენჰაგენი”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მათივე ცნობით, „სთარ ალიანსის“ წევრი „თურქეთის ავიახაზების“ ბიზნეს კლასის სერვისი მრავალი ჯილდოს მფლობელია. მათ შორის, 2017 წელს დაიმსახურა SKY TRAX -ის ჯილდო ნომინაციაში -„მსოფლიოში საუკეთესო კვება ბიზნეს კლასში“

შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები