LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის ცენტრში აფეთქება მოხდა

30

რომში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

აფეთქება ქალაქის ცენტრში, ავენტინოს ქუჩაზე, ფოსტის შენობის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ერთი მანქანა. აფეთქებამ ფოსტის თანამშრომლებს შორის პანიკა გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება დისტანციურად მართვადმა მოწყობილობამ გამოიწვია, თუმცა სამიზნე უცნობია.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აფეთქების მიზეზების დასადგენად შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები